Wednesday, September 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

20-25 წლის ავტობუსები არ უნდა დადიოდეს ტურისტულ ხაზებზე – უნდა გაუმჯობესდეს პერსონალის ხარისხობრივი მაჩვენებლები“

September 9, 2026
20-25 წლის ავტობუსები არ უნდა დადიოდეს ტურისტულ ხაზებზე – უნდა გაუმჯობესდეს პერსონალის ხარისხობრივი მაჩვენებლები“

„საგრძნობლად იმატა ჩინელი ტურისტების რაოდენობამ“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ აჭარის ტურიზმის გიდების ასოციაციის დამფუძნებელმა თემურ ზოიძემ ზაფხულის ტურისტული სეზონის შეფასებისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, მიმდინარე წელს აჭარაში ევროპელი ტურისტების კლება შეიმჩნეოდა.

„შესამჩნევია მეზობელი ქვეყნებიდან, ისრაელიდან და რუსეთიდან შემოსული ტურისტების ნაკადი. წელს გამოჩნდა ჩინეთის ბაზარი, რადგან საგრძნობლად იმატა ჩინელი ტურისტების რაოდენობამ. ეს, ალბათ, ჩინური ბაზრისთვის ჩატარებულმა აქტიურმა სარეკლამო და მარკეტინგულმა კამპანიებმა გამოიწვია.

„20-25 წლის ავტობუსები არ უნდა დადიოდეს ტურისტულ ხაზებზე – უნდა გაუმჯობესდეს პერსონალის ხარისხობრივი მაჩვენებლები“„20-25 წლის ავტობუსები არ უნდა დადიოდეს ტურისტულ ხაზებზე – უნდა გაუმჯობესდეს პერსონალის ხარისხობრივი მაჩვენებლები“
„საგრძნობლად იმატა ჩინელი ტურისტების რაოდენობამ“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ აჭარის ტურიზმის გიდების ასოციაციის დამფუძნებელმა თემურ ზოიძემ ზაფხულის ტურისტული სეზონის შეფასებისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, მიმდინარე წელს აჭარაში ევროპელი ტურისტების კლება შეიმჩნეოდა.

„შესამჩნევია მეზობელი ქვეყნებიდან, ისრაელიდან და რუსეთიდან შემოსული ტურისტების ნაკადი. წელს გამოჩნდა ჩინეთის ბაზარი, რადგან საგრძნობლად იმატა ჩინელი ტურისტების რაოდენობამ. ეს, ალბათ, ჩინური ბაზრისთვის ჩატარებულმა აქტიურმა სარეკლამო და მარკეტინგულმა კამპანიებმა გამოიწვია.

ზოგადად, შემოსული ვიზიტორების 35-40% ინტერესდება გასტრონომიით, რადგან სამშობლოში დაბრუნებისას ტურისტს პირველ რიგში სწორედ ქართული სამზარეულო ახსენდება. ამას მოჰყვება, რა თქმა უნდა, კულტურული ტურიზმი, ჩვენი ბუნების ძეგლები და სხვა ღირსშესანიშნაობები. ჩინელების მხრიდანაც იგრძნობა ინტერესი, რადგან ქართული კულინარია განსაკუთრებულია. ეს მათთვის სიახლეა და გაოცებას იწვევს.

ჩემი შეფასებით, წელს ევროპის ბაზრიდან არ ყოფილა იმ რაოდენობის ტურისტი, რაც გასულ წლებში. სამაგიეროდ, დიდი რაოდენობით ვიზიტორები შემოვიდნენ რუსეთიდან, რომელიც ბოლო წლებში შემოსული ტურისტების რაოდენობით პირველ ადგილზეა.

რუსი ტურისტები მაღალბიუჯეტიანები არ არიან და დიდ თანხებს არ ხარჯავენ, თუმცა, ვინაიდან რაოდენობრივი მაჩვენებელი დიდია, ეს ფაქტორი პრაქტიკულად აბალანსებს საერთო სურათს.

ზოგადად, ყველაზე მეტ ფულს ევროპიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ქუვეითიდან შემოსული ტურისტები ხარჯავენ. ასევე მხარჯველუნარიანები არიან ჩინელი ტურისტებიც, ხოლო რუსეთიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან შემოსულები, როგორც უკვე გითხარით, საშუალო ბიუჯეტით გამოირჩევიან“, – აცხადებს თემურ ზოიძე „ბიზნესპრესნიუსთან“.

ტურიზმის გიდების ასოციაციის დამფუძნებელი ასევე ყურადღებას ამახვილებს სექტორში არსებულ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ტურისტული დინამიკის გაუმჯობესების მიზნით, ინტენსიურ მუშაობას მოითხოვს.

„პერსონალის ხარისხობრივი მაჩვენებლები უნდა გაუმჯობესდეს, ხოლო მის მომზადებასა და გადამზადებას ინტენსიური ხასიათი უნდა მიეცეს. მაგალითად, მზარეულების მომზადება-გადამზადება, HACCP-ის პროგრამების, ასევე სურსათისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დანერგვა.

როდესაც ტურისტი სოციალური ქსელების საშუალებით უყურებს ამა თუ იმ რესტორანსა და კერძებს, შემდეგ კი მისი მოლოდინი არ მართლდება, ეს უკვე არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს. ასეთი შემთხვევები ხშირი არ არის, თუმცა ცალკეულად მაინც გვხვდება სასმელებსა და კერძებთან დაკავშირებით.

არის ზოგჯერ შემთხვევები, როდესაც ტურისტები ამბობენ: „ჩვენ ველოდით, რომ დავლევდით ხვანჭკარას, მაგრამ ის ღვინო არ იყო ხვანჭკარა“. ასეთ ცალკეულ საჩივრებს ვხვდებით, თუმცა კონკრეტულად იმ ადგილის მიგნება, თუ ვინ დაალევინა ცუდი ღვინო ან ვინ მიართვა არაკალორიული საკვები სტუმარს, რთულია.

ამ ყველაფერს მოაგვარებს პერსონალის მომზადება-გადამზადება, რაშიც ბიუჯეტიდან თანხები უნდა ჩაიდოს და ეს მზარდი პროცესი უნდა იყოს ყოველწლიურად.

ასევე საჭიროა ყურადღების გამახვილება ტრანსპორტზე. ტურისტული ტრანსპორტი უნდა მოწმდებოდეს. იყო ცალკეული შემთხვევები, როდესაც გაუმართაობისა და არაპროფესიონალიზმის გამო, ლეტალური შედეგები გვქონდა, რაც ძალიან ცუდია.

ამ კუთხით სამუშაოა, რადგან მძღოლებს არავინ აკონტროლებს. შესაძლოა, ტექნიკური პასპორტი წესრიგში ჰქონდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომელ წელს არის გამოშვებული მანქანა. 10 წელზე მეტის ავტობუსი, 20-25 წლის ავტობუსები არ უნდა დადიოდეს ტურისტულ ხაზებზე. ეს მოსაგვარებელი საკითხია“, – განაცხადა თემურ ზოიძემ “ბიზნესპრესნიუსთან”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „შებოლილი გემოს“ საფრთხე – სურსათის უვნებლობის სპეციალისტის გაფრთხილება ხელოვნურ არომატიზატორებზე
  • “დღეს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა სატრანსპორტო კუთხით” – რას აცხადებს რევაზ სოხაძე
  • რა ჩვევები უნდა შეცვალონ მშობლებმა, რომ ბავშვი ახალ სეზონს მარტივად შეეგუოს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge