Wednesday, September 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“იძულებული ვარ, გამოვეხმაურო მის მორიგ თავდასხმებს” – რას ამბობს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ნატა ვიბლიანზე

September 9, 2026
“იძულებული ვარ, გამოვეხმაურო მის მორიგ თავდასხმებს” – რას ამბობს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ნატა ვიბლიანზე

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ნატა ვიბლიანის საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სათქმელი ნატა ვიბლიანის მიმართ ერთხელ უკვე ძალიან გარკვევით ვთქვი, კვლავ იძულებული ვარ, გამოვეხმაურო მის მორიგ თავდასხმებს, რადგან მან პირდაპირ მე მომაწერა კონკრეტული ქმედებები და სიტყვები, რომლებიც არ ჩამიდენია და არ მითქვამს. ამასთან, იგი განუწყვეტლივ ესხმის თავს არაერთ ქალბატონს, რომელთაც დახმარებისთვის მომმართეს, მათ შორის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მეუღლეს, მეუღლის დასა და შვილებს.

ნატა ვიბლიანი აცხადებს, თითქოს მე მასზე და მის გარდაცვლილ მამაზე „ბინძურ ჭორებს“ ვავრცელებ.

კატეგორიულად ვაცხადებ: ნატა ვიბლიანის გარდაცვლილი მამის შესახებ არასოდეს გამივრცელებია არც ჭორი, არც რაიმე სახის შეურაცხმყოფელი ინფორმაცია და არც რაიმე ბრალდება.

ამ საქმეზე ჩემი ერთადერთი ვრცელი ინტერვიუ თამუნა მუსერიძის პოდკასტში იყო და ამ განცხადებას ვურთავ შესაბამის ვიდეოფრაგმენტს, რათა საზოგადოებამ თავად მოისმინოს, რა ვთქვი სინამდვილეში.

პოდკასტში ნატა ვიბლიანის მძიმე ბავშვობასა და ტრავმებზე საუბრისას, პირიქით, ღიად ვთქვი, რომ მჯერა მისი მძიმე და ტრავმული ბავშვობის და არ გამოვრიცხავ მის მიმართ ძალადობის ეპიზოდებსაც. მის მამასთან დაკავშირებულ ტრაგედიას კი მხოლოდ თანაგრძნობით შევეხე, როგორც მისი ცხოვრების ერთ-ერთ მძიმე ტრავმას.

მამის დაკარგვის თემა ჩემთვის, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მგრძნობიარეა. სწორედ ამიტომ ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ამ თემაზე მომეწეროს სიტყვები და ქმედებები, რომლებიც არასოდეს მითქვამს და ჩამიდენია.

პოდკასტის მსვლელობისას წამყვანმა არაერთი კითხვა დამისვა და გარკვეული ინფორმაციაც გამაცნო, თუმცა შეგნებულად არ გავყევი ნატა ვიბლიანის პირადი ცხოვრების განხილვის გზას და მკაფიოდ განვაცხადე, რომ როგორც ადვოკატს, პროფესიული ეთიკა ამ მხრივ გარკვეულ ზღვარს მიწესებს. ამიტომ კატეგორიულად მოვითხოვ, ნუ მომაწერენ სხვა ადამიანების მიერ სხვადასხვა ჩატში, ჯგუფსა თუ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას. მე პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე და არა სხვის ნათქვამსა თუ დაწერილზე.

თუ არსებობს ჩემი ერთი ვიდეო, პოსტი, კომენტარი ან წინადადება, სადაც ნატა ვიბლიანის გარდაცვლილ მამაზე მის მიერ აღწერილ „ბინძურ ჭორს“ ვავრცელებ – გამოქვეყნდეს! თუ ასეთი რამ არ არსებობს, მოვითხოვ ჩემ შესახებ გავრცელებული ამ ინფორმაციის შეწყვეტასა და უარყოფას!

რაც შეეხება პოლონეთის ხელისუფლებისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ სხვა ინსტიტუციებისთვის მიმართვის შესახებ ჩემ მიმართ მუქარის ტონით გაკეთებულ განცხადებებს ვპასუხობ, რომ მე ვარ თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი და ვერც პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ სხვა სახის ზეწოლა და ვერც რომელიმე ხელისუფლებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის სახელის ხსენება ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ჩემზე და მაიძულებს უარი ვთქვა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანის კანონიერ დაცვაზე.

აქვე განვმარტავ, რომ სხვა პირებთან მიმართებით რა გადაწყვეტილებებს მიიღებს გამოძიება, იქნება თუ არა ვინმესთვის ბრალის წარდგენა და, რაც მთავარია, რა შედეგით დასრულდება მათი საქმე სასამართლოში – ეს ჩემი დაცვის საგანი არ არის. მათ არც უდანაშაულოდ ვაცხადებ და არც მათ შესაძლო პასუხისმგებლობას ვაფასებ.

ნატა ვიბლიანის ტკივილის მიმართ თანაგრძნობა და ჩემს მიერ ჯიმშერ ვიბლიანის დაცვა ერთმანეთს არ გამორიცხავს.

თუ ნატა ვიბლიანმა ბავშვობაში მართლაც გადაიტანა ის უმძიმესი ძალადობა, რომლის შესახებაც საუბრობს, მე, როგორც ქალი, დედა და ადამიანი, მხოლოდ იმას ვისურვებ, რომ სიმართლე სრულად დადგინდეს და რეალურმა დამნაშავემ პასუხი აგოს.

მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ასეთი დანაშაული უმძიმესია, მისი ჩადენა არ შეიძლება მიეწეროს კონკრეტულ ადამიანს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი სახელი საჯაროდ დასახელდა.

ერთი ადამიანის შესაძლო ტრაგედიის აღიარება არ გვაძლევს უფლებას, მეორე უდანაშაულო ადამიანის ცხოვრება გავანადგუროთ.

არც დაზარალებულის საპროცესო სტატუსი, არც გამოძიების მიმდინარეობა და არც თუნდაც მომავალში რომელიმე პირისთვის ბრალის წარდგენა წარმოადგენს საბოლოო განაჩენს. საბოლოო სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ეკუთვნის.

მე კი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვამბობ:

ჯიმშერ ვიბლიანის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას კატეგორიულად უარვყოფთ. მის კანონიერ ინტერესებს ბოლომდე დავიცავ.

მე არ ვარ ნატა ვიბლიანის მტერი. მე ვარ ჯიმშერ ვიბლიანის ადვოკატი. ეს განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია.

თუ ნატა ვიბლიანმა გადაიტანა უბედურება, მას აქვს უფლება იპოვოს სამართალი და რეალური დამნაშავეების დასჯა მოითხოვოს, მაგრამ უდანაშაულო ადამიანების გაუბედურებით სამართალს ვერ იპოვის კვლავ ვიმეორებ.

ჯიმშერ ვიბლიანის ნაწილში კი ჩემი პოზიცია უცვლელია, იგი კატეგორიულად უარყოფს მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს – სიმართლე და კანონი ერთად იზეიმებს” – წერს ადვოკატი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „შებოლილი გემოს“ საფრთხე – სურსათის უვნებლობის სპეციალისტის გაფრთხილება ხელოვნურ არომატიზატორებზე
  • “დღეს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა სატრანსპორტო კუთხით” – რას აცხადებს რევაზ სოხაძე
  • რა ჩვევები უნდა შეცვალონ მშობლებმა, რომ ბავშვი ახალ სეზონს მარტივად შეეგუოს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge