Wednesday, September 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

მამუკა მდინარაძის გვარს კიდევ ერთი გახმაურებული საქმის ადვოკატი ასახელებს

September 9, 2026
მამუკა მდინარაძის გვარს კიდევ ერთი გახმაურებული საქმის ადვოკატი ასახელებს

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატი, საქმეში მამუკა მდინარაძის ინტერესს არ გამორიცხავს.

გიორგი გელხაურმა სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, რომ საქმის გამოძიება და ჩიხლაძის ჯაშუშად შერაცხვა-შეფასება მოხდა მამუკა მდინარაძის დროს, როდესაც ის იყო სუს-ის უფროსის პოზიციაზე.

“შესაძლოა, თავად მდინარაძეს ჰქონდეს რაიმე სახის წინააღმდეგობა და ინტერესი ირაკლი ჩიხლაძის მიმართ და ალბათ, ამას ემსახურებოდა ეს საქმე”- ამბობს იურისტი.

„ბრალდების მხარემ ვიდეოჩანაწერების გამოკვლევა დაიწყო. ვუსმენდით ამ ჩანაწერს და არც ერთი ეპიზოდი, არც ერთი სიტყვა არ იყო ნახსენები არც საქართველოზე, არც თბილისზე და არც ერთი სიტყვა არ ემსახურებოდა რაიმე სახით ქართული ინტერესების საწინააღმდეგო მიმართულებას. შესაბამისად, ისევ ჩვენს აზრზე ვართ, რომ არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს საქმეში წარმოდგენილი, რომელიც დაადასტურებს ირაკლი ჩიხლაძის ბრალეულობას ამ საქმეში.

არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება აღნიშნული [რომ ირაკლი ჩიხლაძე ჯაშუში იყო]. ამას თავად ბრალდებულიც ხვდება, დაცვის მხარეც ხვდება და ჩვენ კიდევ ერთხელ ვითხოვთ, რომ აღნიშნული საქმის გასაჯაროება მოხდეს, მოეხსნას საიდუმლო „გრიფი“ და საზოგადოებამ და ყველა დაინტერესებულმა პირმა დაინახოს, რა მტკიცებულებების საფუძველზე ხდება ირაკლი ჩიხლაძის გასამართლება.

ამ საქმის გამოძიება და ჯაშუშად შერაცხვა-შეფასება მოხდა მამუკა მდინარაძის დროს, როდესაც ის იყო სუს-ის უფროსის პოზიციაზე. შესაძლოა თავად მდინარაძეს ჰქონდეს რაიმე სახის წინააღმდეგობა და ინტერესი ირაკლი ჩიხლაძის მიმართ და ალბათ ამას ემსახურებოდა ეს საქმე.

რა სტანდარტითაც პროკურატურა [ირაკლი ჩიხლაძეს] ჯაშუშობას ედავება, დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას არ გააკეთებდა. ასევე მჯერა იმის, რომ ობიექტურ პირობებში სასამართლო როდესაც განიხილავს ამ საქმეს, ერთადერთ გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს გამამართლებელი განაჩენი იქნება“,- განაცხადა გიორგი გელხაურმა.

ირაკლი ჩიხლაძეს ედავებიან, რომ „უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიმიტრი პესკოვი განცხადებას ავრცელებს
  • უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრები ხსნიან, რა მიზანს ემსახურება რუსეთის დასახმარებლად შექმნილი ახალი ბატალიონები
  • სამთავრობო უწყება “ქართული ოცნების” დეპუტატის მდგმური ხდება და ახალ ოფისში ძვირადღირებული ავეჯი მიაქვს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge