Thursday, September 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილის რეჟიმს არ ადარდებს საქართველოს მოქალაქეების ინტერესები, არ ადარდებს” – თაზო დათუნაშვილი

September 9, 2026
” ეს არის ალტერნატიული გზით, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთისთვის ისეთი პროდუქციის მიწოდება, რომელიც უჭირს” – რას ამბობს თაზო დათუნაშვილი აფხაზეთში საწვავის შეტანაზე

„ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომლის ერთადერთი ინტერესიც არის მაქსიმალურად დიდ თანხა ამოიღოს საქართველოს მოქალაქეების ჯიბეებიდან, რომ შემდეგ ეს თანხა უაზროდ გაფლანგოს და კორუფციაში დახარჯოს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამის ნაწილია 2021 წლიდან დღემდე სახელმწიფოს ძირითად სერვისებზე კატასტროფულად გაზრდილი ფასები.

„ივანიშვილის რეჟიმმა გააორმაგა პირადობის მოწმობის აღების, ბიზნესის რეგისტრაციისა და ავტომობილის საშუალების რეგისტრაციის ხარჯები; გაასამმაგა მართვის მოწმობის აღებისა და ქონების რეგისტრაციის ღირებულება; 50%-ით გაზარდა პასპორტის ღირებულება. ამ პოლიტიკის ნაწილი იყო საჯარო რეესტრში 2022 წლის 1 იანვრამდე დაწყებული კოლოსალური აფიორა, რომლის მიხედვითაც, 25 ათასზე მეტ მეწარმეს უბრალოდ მონაცემების განახლება დაევალა საკუთარი კომპანიის შესახებ, უბრალოდ განახლება, რომელსაც არავითარი შინაარსი არ ჰქონდა და ამაში, 25 ათასზე მეტმა მეწარმემ 4 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, ანუ სახელმწიფომ არაფერში 4 მილიონ ლარზე მეტი გააკეთა საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე. თუ ბენზინის და დიზელის გაძვირება ბრალდება ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას, ირანში მიმდინარე პროცესებს, თუ სურსათზე ფასის გაძვირება ბრალდება იმას, რომ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ და ადგილზე ვერაფერს ვაწარმოებთ ისმის მარტივი კითხვა, ვისი ბრალია, გარდა ივანიშვილის რეჟიმისა, რომ სახელმწიფო სერვისებზე, რომელსაც არც წყალი სჭირდება, არც პური, არც საწვავი და არც იმპორტით შემოტანა, რატომ ძვირდება ფასები?! ამაზე ვინ არის პასუხისმგებელი – უცხოპლანეტელები თუ რეპტილიოიდები?!

ივანიშვილის მიერ ქართველი ხალხის ძარცვის და ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია უახლესი სტატისტიკა, რომელიც წინა 6 თვის მონაცემებს ასახავს და რომლის თანახმადაც 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 6 თვის განმავლობაში ჯარიმისა და საურავების სახით 127 მილიონი ლარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 152%-ით მეტია. სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს მოქალაქეების ძარცვას და ყვლეფას უკვე არნახული მასშტაბები აქვს. ივანიშვილის კორუმპირებული რეჟიმი მდიდრდება მათ შორის ასეთი უაზრო და ბოროტი ხარჯების დაკისრებით საქართველოს მოქალაქეებზე. ივანიშვილის რეჟიმის კორუმპირებული წარმომადგენლები მდიდრდებიან, ქვეყანაში ინვესტიციები ისევ არ შემოდის, ხელფასები ისევ არ იზრდება, პენსიას მხოლოდ 20 ლარი ემატება და მასაც ინფლაცია ჭამს, მოქალაქეების ჯიბეებიდან კი ათობით და ასობით მილიონ ლარს იღებენ სხვადასხვა მეთოდებით. უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილის რეჟიმს არ ადარდებს საქართველოს მოქალაქეების ინტერესები, არ ადარდებს და არ აინტერესებს როგორ ცხოვრობს საშუალოსტატისტიკური ქართველი, არამედ ადარდებს საკუთარი ქონების მოხვეჭა ასეთი უაზრო ხარჯების დამატებით ჩვენს ჯიბეზე“, – განაცხადა დათუნაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა
  • კაცი, რომელიც პოლიციას ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებს, სააპელაციომ დამნაშავედ ქურდობის ნაწილშიც ცნო
  • “მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს წარმოება და თავი შეიკავოს კრიტიკული გამოხატვის კონტროლისა და დასჯისაგან…” – რა განცხადებას აკეთებს საია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge