Wednesday, September 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ვაშინგტონი შეეცდება შუალედური შეთანხმებების მიღწევას და მოსკოვისა და კიევის სამმხრივ ფორმატში დაბრუნებას”- დავით ქართველიშვილი უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებზე

September 9, 2026
“ვაშინგტონი შეეცდება შუალედური შეთანხმებების მიღწევას და მოსკოვისა და კიევის სამმხრივ ფორმატში დაბრუნებას”- დავით ქართველიშვილი უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებზე

უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და ამ პროცესში მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ის როლზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ვრცელ პოსტში ექსპერტი აღნიშნავს, პროცესი აჩვენებს, რომ ახალი იდეები გაჩნდა და სამმხრივი მოლაპარაკებების განახლების აუცილებლობა არსებობს.

დავით ქართველიშვილი განმარტავს, თუ რა საკითხზეა შესაძლებელი შეთანხმებების მიღწევა და რა წინადადებები შეიძლება წამოაყენოს მომლაპარაკებელმა, ანუ ოფიციალურმა ვაშინგტონმა, პროცესის წარმატებით დასასრულებლად. თუმცა, აქვე, ექსპერტი დასძენს, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში გამოჩნდება, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამერიკულ მედიაციას.

„ამერიკელი მომლაპარაკებლების მოსკოვისა თუ კიევის მონახულების შემდეგ, ყოველთვის საჭიროა დაიჭირო 2-3-დღიანი პაუზა, სანამ კულუარებიდან მეტ-ნაკლებად სანდო ინფორმაცია თავად არ გამოჟონავს. დღეს კიევში სულ უფრო აქტიურად ვრცელდება მოსაზრება, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან ამერიკელების ბოლო კონტაქტების შემდეგ, ვაშინგტონის მოლაპარაკების პოზიცია მნიშვნელოვნად შეიცვალა და ეს ცვლილება სულაც არაა უკრაინის სასარგებლოდ. მართალია, ვაშინგტონის ახალი წინადადებების შინაარსი საჯაროდ არ გახმაურებულა, თუმცა მოვლენების თანმიმდევრობაა საყურადღებო: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ვლადიმირ პუტინთან ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ პირდაპირ კიევში გაემგზავრნენ და განაცხადეს, რომ ახალი იდეები გაჩნდა და სამმხრივი მოლაპარაკებების პროცესის განახლების აუცილებლობა არსებობს.

ამასთან, უკრაინის ხელისუფლებაც თავად აღიარებს, რომ ტერიტორიული საკითხი კვლავ მთავარ დაბრკოლებად რჩება, მაშინ, როდესაც მოსკოვი დონბასთან დაკავშირებით საკუთარ მოთხოვნებზე უარს არ იძახის. ამ ფონზე უკრაინის პოლიტიკურ წრეებში (როგორც წესი, რადას დეპუტატები) სულ უფრო აქტიურად განიხილება ყველაზე მტკივნეული სცენარი: ვაშინგტონი შესაძლოა თანდათან ჩამოშორდეს ფორმულას, რომლის მიხედვითაც კიევი მხოლოდ ფაქტობრივად ეგუება ბრძოლის არსებულ ხაზს და უკრაინას უფრო ფორმალიზებული ტერიტორიული კომპრომისისკენ უბიძგოს – ანუ დომბასის დაკარგვა აღიაროს. ზელენსკის ადმინისტრაციისთვის კი ეს პრინციპულად განსხვავებული რამ არის.

ფაქტობრივი გამყოფი ხაზის მიხედვით კონფლიქტის გაყინვა ერთია, ხოლო ტერიტორიული დათმობების შედეგების იურიდიულად გაფორმება – სრულიად სხვა. მეორე ვარიანტი უკრაინის ხელისუფლებისთვის უკიდურესად მძიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნებოდა, მით უმეტეს, რომ უკრაინის კონსტიტუცია სერიოზულ შეზღუდვებს აწესებს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული ცვლილებების მიმართ, ხოლო ქვეყნის ტერიტორიის შეცვლა საერთო-სახალხო რეფერენდუმის საკითხს წარმოადგენს. თუმცა, ამ ეტაპზე ნაადრევია დასკვნა, რომ ასეთი მოთხოვნა კიევს უკვე ოფიციალურად წარედგინა. არც ვაშინგტონს და არც კიევს სამშვიდობო დოკუმენტის ახალი ვერსია არ გამოუქვეყნებია. უფრო მეტიც, მხარეთა საჯარო რიტორიკა ჯერ კიდევ გაცილებით ფრთხილი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა: აშშ საუბრობს მოლაპარაკებების განახლებისთვის პირობების ძიებაზე, ხოლო ზელენსკი აცხადებს, რომ ტერიტორიული საკითხები ლიდერების დონეზე უშუალო შეხვედრის დროს უნდა გადაწყდეს.

პარალელურად, ვაშინგტონი დიპლომატიურ პროცესს ზამთრის პერიოდში შეზღუდული დეესკალაციის, ენერგეტიკისა და უსაფრთხოების საკითხებს უკავშირებს, რაც შეიძლება მიუთითებდეს ეტაპობრივ სტრატეგიაზე: პირველ ეტაპზე ომის ინტენსივობის თუნდაც ნაწილობრივი შემცირების მიღწევა, შემდეგ კი, წარმოქმნილი პაუზის გამოყენება ყველაზე რთული პოლიტიკური საკითხების გადასაწყვეტად. მოკლევადიან პერსპექტივაში ყველაზე სავარაუდო სწორედ ასეთი სცენარია: მხარეები კვლავ დააფიქსირებენ მოლაპარაკებებისადმი მზადყოფნას, მაგრამ ტერიტორიულ საკითხზე საბოლოო შეთანხმებას დაუყოვნებლივ არ მიაღწევენ.

ვაშინგტონი, სავარაუდოდ, შეეცდება შუალედური შეთანხმებების მიღწევას – ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების, ტყვეების გაცვლის, მარცვლეულის, უსაფრთხოების და სხვა საკითხების მიმართულებით და, ამავდროულად, მოსკოვისა და კიევის სამმხრივ ფორმატში დაბრუნებას. თუ ეს მცდელობები შედეგს ვერ გამოიღებს, ზეწოლა როგორც კიევზე, ისე მოსკოვზე თანდათან გაიზრდება. ამასთან, რუსეთის მხრიდან გაგრძელებული დარტყმები (თუნდაც კიევზე მიყებებული ბოლო მორიგი „არმაგედონი“) და საჰაერო თავდაცვის საშუალებების დეფიციტი აჩვენებს, რომ დიპლომატიური პროცესი ამ ეტაპზე სამხედრო ზეწოლის ნაცვლად კი არა, არამედ მასთან პარალელურად ვითარდება.

რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, მთავარი საკითხი უკვე მხოლოდ ის აღარ იქნება, თუ ვინ აკონტროლებს სადავო ტერიტორიებს, არამედ ის, რა იურიდიულ სტატუსს მიიღებს ომის შედეგად ჩამოყალიბებული რეალობა. თუ აშშ მართლაც გადავა უკრაინისგან ტერიტორიული ცვლილებების ფორმალურად აღიარების მოთხოვნაზე, ეს მთელი მოლაპარაკებების არქიტექტურის თვისებრივ ცვლილებას გამოიწვევს და კიევს უკიდურესად რთული არჩევანის წინაშე დააყენებს – მძიმე პოლიტიკური კომპრომისი თუ ომის გაგრძელება, რომლის პერსპექტივებიც კვლავ გაურკვეველი იქნება.

თუკი ვაშინგტონი მხოლოდ კონფლიქტის ფაქტობრივი გაყინვით შემოიფარგლება, ახალი დიპლომატიური აქტიურობა შესაძლოა სრულფასოვან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მეტად ხანგრძლივ ზავამდე მივიდეს. ამიტომ უახლოესი კვირების მთავარი ინდიკატორი შეხვედრების რაოდენობა ან პოლიტიკური განცხადებების ხმაურიანობა კი არა, არამედ ის იქნება, გაჩნდე

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიმიტრი პესკოვი განცხადებას ავრცელებს
  • უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრები ხსნიან, რა მიზანს ემსახურება რუსეთის დასახმარებლად შექმნილი ახალი ბატალიონები
  • სამთავრობო უწყება “ქართული ოცნების” დეპუტატის მდგმური ხდება და ახალ ოფისში ძვირადღირებული ავეჯი მიაქვს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge