რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“ხელისუფლების დანაშაულებრივი გულგრილობის შედეგად, ათასობით ჩვენი მოქალაქე საერთაშორისო ფინანსური პირამიდის მსხვერპლი გახდა. გაგიგიათ მაინც რომელიმე პარტიისგან ერთი განცხადება, ამ საკითხით რეალური დაინტერესება ან ხელისუფლების მხილება?
„ოცნების“ მთავრობამ ხალხი განსაცდელში მიატოვა და პასუხისმგებლობის აღებას ხელების დაბანა არჩია. მოქალაქეები კი დაუცველები, მარტო დარჩნენ დანაშაულებრივი კიბერსისტემის პირისპირ.
ხელისუფლებამ თავისი უმოქმედობით ხალხის გაძარცვისთვის ხელსაყრელი ნიადაგი შექმნა.
გადაბრუნებული ურმის შემდეგ გამოძიების დაწყებას მხოლოდ საკუთარი დანაშაულის მიჩქმალვის მიზანი აქვს”- წერს რომან გოცირიძე.
