ხმაური თბილისის საქალაქო სასამართლოსთან – გიგა ავალიანის მკვლელობის ცალკე გამოყოფილ საქმეზე დაკავებული არსრულწლოვნების მშობლები ეკა კუპატაძეს დაუპირისპირდნენ – ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედასა და ბრალდებულების ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტი ეკა კუპატაძის დაკითხვის შემდეგ დაიწყო.
ეკა კუპატაძის განმარტებით, საქალაქო სასამართლოსი ვითარება საკმაოდ დაძაბული იყო, პროცესს ვერ ესწრებოდნენ დაკავებულების ოჯახის წევრები, თუმცა როგორც გიგა ავალიანის დედა ამბობს, მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლოში გამოჩნდა მის მიმართ ბრალდებულების ოჯახის მხრიდან იყო გარკვეული რეპლიკები.
შიდა სივრცეში დაწყებული დაპირისპირება, რომელშიც კუპატაძის განმარტებით, მანდატურის სამსახურიც ჩაერთო, სასამართლოს შესასვლელთანაც გაგრძელდა.
დემეტრე კასრაძეს უგზავნის ვიდეოს, გიგაზე ძალადობისას, ალექსანდრე გაბაშვილი 6 ოქტომბერს და ამის შემდეგ აქვს პატარა “ვოისი”, რომელიც მე გაშიფრული არ მაქვს და შემდეგ ეუბნება კასრაძე: მეგონა მოკვდა ის და 3 ასო, კაცის სასქესო ორგანოთი მოიხსენიებს ჩემ შვილს.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, კიდევ ის, რომ მაშინ, როცა მიმდინარეობდა სასამართლო პროცესები მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილთან, სასამართლო პროცესზე ჩვენება შეცვალა დემეტრე კასრაძემ.
არაფერი არ არის გამორიცხული, რა თქმა უნდა, საქმე გრძელდება და ვინ რა სახით და ვინ რა ფიგურანტი აღმოჩნდება ამ და კიდე სხვა საქმეში, გამოყოფილი საქმიდან რა გამოჩნდება არავინ არ იცის,” – განაცხადა ეკა კუპატაძემ.
ბრალდებულების ოჯახის წევრებმა “ტვ პირველის” კითხვებს არ უპასუხეს.
ცნობისთვის, დღევანდელ პროცესზე ეკა კუპატაძე მოწმის სახით დაიკითხა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ძალადობაში მონაწილე სკოლის მოსწავლეები მძიმე ფაქტების ამსახველ მტკიცებულებებს მობილურ ტელეფონებში ინახავდნენ და სოციალურ ქსელებში ავრცელებდნენ.
ირაკლი სულაბერიძეს და დემეტრე კასრაძეს ხელბორკილები 27 მაისს დაადეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის თებერვალში, ღამის საათებში, ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა, დემეტრე კასრაძემ, ირაკლი სულაბერიძემ და სხვა პირებმა იმ მოტივაციით, რომ თითქოსდა დაზარალებული ერთ-ერთი მათგანის ახლობელ გოგონას სოციალური ქსელის მეშვეობით წერდა, მოტყუებით მიიყვანეს თბილისში, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას, ხოლო ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს.
ასევე, საქმის მასალების მიხედვით, იმავე წლის ივლისში, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე სხვა პირებთან ერთად, ფიზიკურად უმოწყალოდ გაუსწორდნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს, ძალადობის პროცესი კი ასევე მობილური ტელეფონით გადაიღეს.
