საქართველოში მოსწავლეების მხრიდან კითხვის სისწრაფე შემცირდა, თუმცა გააზრების უნარი გაუმჯობესდა – ამის შესახებ PISA 2025-ის ანგარიშშია საუბარი.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველო იმ იშვიათ გამონაკლის ქვეყნებს შორის მოხვდა, (იაპონიასთან, ყაზახეთთან და ტაივანთან ერთად), სადაც მარტივი წინადადებების სწრაფად წაკითხვის მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა ვრცელი ტექსტების სიღრმისეულ გააზრებაში უფრო მაღალი შედეგები დაფიქსირდა.
უფრო კონკრეტულად, დოკუმენტის თანახმად, კითხვის სისწრაფის/გამართულობის კლება (Reading Fluency): 2018-დან 2025 წლამდე პერიოდში საქართველოში შემცირდა იმ მოსწავლეთა პროცენტული წილი, ვინც მარტივ წინადადებებს სწრაფად და ზუსტად აფასებდა (ანუ არჩევდა, წინადადება „აზრიანი“ იყო თუ „უაზრო“).
ტექსტის სიღრმისეული გააზრების ზრდა (Reading Comprehension): კითხვის სისწრაფის კლების მიუხედავად, ქართველმა მოსწავლეებმა უფრო მაღალი შედეგები აჩვენეს ვრცელი და კომპლექსური ტექსტების გააზრებაში.
ამის წყალობით, საქართველოში კითხვის საერთო/ჯამური ქულა სტაბილური დარჩა და კლება არ განიცადა.
„წლების მიხედვით, სწორი პასუხების პროცენტული წილის უბრალო შედარება უმეტეს ქვეყნებსა და ეკონომიკებში დაუყოვნებლივ აჩვენებს იმ მოსწავლეთა პროპორციის კლებას, რომლებმაც შემოთავაზებული წინადადებების ზუსტი შეფასება გააკეთეს.
ქვეყნებისა და ეკონომიკების უმეტესობაში შემცირდა იმ მოსწავლეთა წილი, რომლებმაც სწორად გააკლასიფიცირეს თითოეული წინადადება, როგორც „აზრიანი“ ან „უაზრო“, ხოლო კითხვის გამართულობის/სისწრაფის დავალებებში სწორი პასუხების ტენდენციის მიმართულება, იმეორებს კითხვის ტესტის დარჩენილ, ძირითად ნაწილში (გააზრების) დაფიქსირებულ წარმატების მაჩვენებლებს.
მიუხედავად ამისა, რამდენიმე ქვეყანა მკვეთრად გამოირჩევა ამ ტენდენციისგან. კერძოდ, საქართველოში, იაპონიაში, ყაზახეთში, მონტენეგროში, ჩინურ ტაიბეისა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მიუხედავად იმისა, რომ კითხვის გამართულობის დავალებებზე წარმატების მაჩვენებელი შემცირდა 2018-დან 2025 წლამდე, უფრო მაღალი წარმატების მაჩვენებლები დაფიქსირდა კითხვის შინაარსობრივი გააზრების ხანგრძლივ დავალებებში.
ყველა ამ ქვეყანაში კითხვის შედეგების საერთო ტენდენცია ფასდება, როგორც ნულისგან სტატისტიკურად არანიშნოვნად განსხვავებული”, – ნათქვამია ანგარიშში.
