Tuesday, September 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოს ეროვნული ბანკი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს ამკაცრებს

September 8, 2026
ეროვნული ბანკი განმარტავს, რას უკავშირდება რეფინანსირების სესხების მოცულობის შემცირება

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს გაფართოების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესში“ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა.

აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავს ვირტუალური აქტივის მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების პრევენციას, ეკოსისტემისადმი ნდობის გაძლიერებასა და სექტორის მდგრად განვითარებას.

ეროვნული ბანკის საზედამხედველო ჩარჩო, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება და რომლის შემუშავებისას გათვალისწინებულია ეკოსისტემის მონაწილეებისგან მიღებული უკუკავშირიც, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებისთვის დამატებით მარეგულირებელ მოთხოვნებს ადგენს.

წესში რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის ფარგლებში, მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა განისაზღვრა საქმიანობის კონკრეტული ტიპის მიხედვით. კერძოდ:

კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლის (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ან/და გადაცემის მომსახურების შემთხვევაში – არანაკლებ 150 000 ლარი;
სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირების მომსახურების შემთხვევაში – არანაკლებ 350 000 ლარი;
ყველა სხვა მომსახურების შემთხვევაში (გარდა სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზებისა) – არანაკლებ 250 000 ლარი.

სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების შემთხვევაში, „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესით“ საზედამხედველო კაპიტალი განისაზღვრება არანაკლებ 500 000 ლარის ოდენობით და იზრდება სარეზერვო აქტივების მოცულობის ზრდასთან ერთად. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ პროვაიდერი ერთზე მეტი ვირტუალური აქტივის მომსახურებას ახორციელებს, ის ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი მომსახურებებისთვის განსაზღვრული მინიმალური საზედამხედველო კაპიტალიდან ყველაზე მაღალი ოდენობის კაპიტალი.

ამასთან, რეგისტრაციის და რეგულირების წესს დაემატა რისკების მართვის ჩარჩოს მარეგულირებელი მოთხოვნები, რომლებიც მოიცავს საოპერაციო რისკების შეფასებასა და კონტროლს, კიბერუსაფრთხოებას, საოპერაციო პროცესების მართვისა და ბიზნეს უწყვეტობის გეგმას.

ასევე განისაზღვრა სარეგისტრაციო მოთხოვნები იმ პროვაიდერებისთვის, რომლებიც გეგმავენ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების მომსახურების განხორციელებას. მათ შორის, მოთხოვნები კორპორაციულ მართვასთან, საზედამხედველო კაპიტალსა და შეთავაზების დოკუმენტთან მიმართებაში.

განახლებული რეგისტრაციის და რეგულირების წესის თანახმად, ეროვნული ბანკის მიერ პროვაიდერის რეგისტრაციის შესახებ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მკაფიოდ მიეთითება ვირტუალური აქტივის მომსახურების ის კონკრეტული სახეობა, რომლის განხორციელების უფლებაც მიენიჭა სუბიექტს. შესაბამისად, ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს საჯაროდ ხელმისაწვდომი რეესტრის განახლებას თითოეული პროვაიდერის საქმიანობის სახეობის მითითებით.

ცვლილებით დადგენილი დამატებითი მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად ეროვნულ ბანკში უკვე რეგისტრირებული ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებს შესაბამისობისთვის დამატებითი დრო მიეცათ. კერძოდ, რისკების მართვის ჩარჩოს მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის განისაზღვრა 2027 წლის 1 ივლისი, ხოლო მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის – 2027 წლის პირველი სექტემბერი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ავალიანის მკვლელობის ცალკე გამოყოფილი საქმე – პროკურორი არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა წრე გაიზარდოს
  • “მოვახერხეთ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა და ვაგრძელებთ ბრძოლას კორუფციასთან” – რას აცხადებს ირაკლი კობახიძე
  • ხმაური საქალაქო სასამართლოსთან – დაკავებულების მშობლები ეკა კუპატაძეს დაუპირისპირდნენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge