“მართლმსაჯულება პოლიტიკური დიქტატის ქვეშ იმყოფება”, – განაცხადა ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა მას შემდეგ, რაც უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურაში პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებსა და სხვა საჯარო პირებთან ისიც დაიბარეს.ირაკლი ღარიბაშვილის საპატიმროდან გამოქვეყნებულმა წერილმა ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესებზე არაერთი კითხვა გააჩინა, თუმცა გამოკითხვაზე სწორედ ისინი დაიბარეს, ვინც ამ თემებზე მხოლოდ კითხვები დასვა.
– ჩემი და იმ პირების გამოკითხვაზე დაბარება, რომლებსაც ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან არანაირი შემხებლობა არ გვქონია, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ გამოძიების მიზანი სიმართლის დადგენა კი არა, პოლიტიკური ამოცანის შესრულება იყო. პროკურატურაში მისვლამდეც საჯაროდ მქონდა ნათქვამი, რომ ღარიბაშვილის წერილამდე ამ ადამიანის არსებობის შესახებაც კი არაფერი ვიცოდი. ამის შემდეგ ჩემი დაბარება და კითხვების დასმა, ვიცნობდი თუ არა მას, აბსურდი იყო, მით უფრო, პასუხები წინასწარ იცოდნენ. მე ჯორბენაძის საქმეზე არც მისაუბრია. მხოლოდ ღარიბაშვილის წერილს იმ პოლიტიკურ პროცესს შევეხე, რომელიც ამ განცხადებებს მოჰყვა. თუ გამოძიებას მართლაც აინტერესებდა წერილში ნახსენები კონკრეტული გარემოებები, მაშინ გამოკითხვაზე ჩვენ კი არა, ის პირები უნდა დაებარებინა, რომლებზეც ყოფილმა პრემიერმა პირდაპირ მიუთითა – ანუ ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე. როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება ღარიბაშვილის პრემიერობის მიმართ, მის სიტყვას ამ შემთხვევაში მაინც აქვს პოლიტიკური და ინფორმაციული წონა. ის პრემიერ-მინისტრი იყო და სიღრმისეულ ინფორმაციას ფლობდა. განაგრძეთ კითხვა…
