28 ივლისს ქუთაისში +32 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები, დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი დღე იქნება ფოთში, სადაც დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში უნალექოდ ჩაივლის დღე. დღისით ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. +29 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უნალექო დღეა. დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში მზიანი დღე იქნება. დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი. ახალციხეში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსამდე დაიწევს.
მზიანი დღეა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +32, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში მზიანი ამინდია, +33 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი.
გუდაურში უნალექო და მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +21 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +21, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +35 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მზიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +34 გრადუსი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +33 გრადუსია მოსალოდნელი, დღე მზიანი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +35 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +34 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი.