Tuesday, September 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორი შემოდგომა გველის გრილი ზაფხულის შემდეგ

September 8, 2026
როგორი შემოდგომა გველის გრილი ზაფხულის შემდეგ

“საქართველოში ყოველ მესამე-მეოთხე დღეს მოქმედებდა ე.წ. “მყვინთავი ციკლონები” – როგორი შემოდგომა გველის გრილი ზაფხულის შემდეგ?
შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ზა­ფხულ­მა ისე ჩაგ­ვიქ­რო­ლა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რას დი­დად არც შე­ვუ­წუ­ხე­ბი­ვართ. თუმ­ცა ქარი და წვი­მა არ დაგ­ვკლე­ბია. ასე­თი ამინ­დი სექ­ტემ­ბერ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა თუ არა და სა­ერ­თოდ რის­გან იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი, თუნ­დაც ძლი­ე­რი ქარი, ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, და­სავ­ლეთ­სა თუ აღ­მო­სავ­ლეთ­ში უხვი ნა­ლე­ქი, ამ თე­მა­ზე გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და პროგ­ნო­ზი­რე­ბის ცენ­ტრის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი დოდო გვა­ზა­ვა გვე­სა­უბ­რე­ბა:

– მარ­თლაც, ასე იყო – ზა­ფხუ­ლი თით­ქმის ისე მი­ი­წუ­რა, რომ ძლი­ე­რი სი­ცხე­ე­ბი – რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი (35–37 გრა­დუს­ზე ზე­ვით, რაც უკვე ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე მა­ღა­ლია და უფრო გა­უ­საძ­ლი­სად აღიქ­მე­ბა) – იშ­ვი­ა­თად გვქონ­და. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, პრო­ცე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს იშ­ვი­ა­თი ზა­ფხუ­ლიც კი იყო. სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პრო­ცე­სე­ბი ძი­რი­თა­დად არ­ქტი­კუ­ლი ჰა­ე­რის მა­სე­ბის შე­მოს­ვლით ვი­თარ­დე­ბო­და. გა­სუ­ლი თვე­ე­ბის ანა­ლი­ზი გვიჩ­ვე­ნებ­და, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყო­ველ მე­სა­მე-მე­ო­თხე დღეს მოქ­მე­დებ­და ე.წ. „მყვინ­თა­ვი ციკ­ლო­ნე­ბი“.

ისი­ნი ატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნი­დან არ­ქტი­კის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის­კენ მოძ­რა­ო­ბენ, შემ­დეგ კი ევ­რო­პის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩრდი­ლო­ე­თი­დან სამ­ხრე­თის­კენ ეშ­ვე­ბი­ან. ეს პრო­ცე­სი ყო­ველ­თვის სწრა­ფი გა­და­ად­გი­ლე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბო­და და სამ­ხრე­თით, სა­დაც ჩვენ ვიმ­ყო­ფე­ბით, ღრმად არ ვრცელ­დე­ბო­და.ეს შე­და­რე­ბით გრი­ლი და ნო­ტიო ჰა­ე­რის მა­სე­ბი ეშ­ვე­ბო­და რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ისე თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ამ­დეც – ხმელ­თა­შუა ზღვამ­დე. რამ­დენ­ჯერ­მე ან­ტა­ლი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც კი და­ფიქ­სირ­და ძლი­ე­რი წვი­მა და სე­ტყვა. ზა­ფხულს ვა­დევ­ნებ­დი თვალ­ყურს და იქაც ხში­რი წვი­მე­ბით აღი­ნიშ­ნა ეს პე­რი­ო­დი.

რო­დე­საც შე­და­რე­ბით გრი­ლი ჰა­ე­რის მა­სე­ბი გად­მო­დის უკვე გამთბარ ზღვა­ზე და შემ­დეგ ხმე­ლეთ­ზე გა­და­დის, გან­სა­კუთ­რე­ბით და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­გო­რი­ან რა­ი­ო­ნებს ეჯა­ხე­ბა. ეს ცივი, ნო­ტიო ჰა­ე­რი ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ჩერ­დე­ბა, ჩა­მო­იღ­ვრე­ბა და იძ­ლე­ვა ძა­ლი­ან ძლი­ერ წვი­მას ჭექა-ქუ­ხილ­თან ერ­თად – თან უც­ნა­უ­რი და სას­ტი­კი ჭექა-ქუ­ხი­ლი იცის. თავ­სხმა წვი­მა – სე­ტყვას რომ არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა, ისე­თი. თით­ქმის ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში პე­რი­ო­დუ­ლად გრძელ­დე­ბო­და ციკ­ლო­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბა და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­ი­და­ნაც პრო­ცე­სი შავი ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლოს­კენ გად­მო­დი­ო­და. იგი­ვე სი­ტუ­ა­ცია გვქონ­და გუ­ში­ნაც, თუმ­ცა ზედა ატ­მოს­ფე­რო­დან უკვე უფრო გა­ცი­ე­ბუ­ლი ჰა­ე­რის მა­სე­ბი წა­მო­ვი­და, სა­დაც ძლი­ე­რი უარ­ყო­ფი­თი ტემ­პე­რა­ტუ­რაა. შავ ზღვა­ზე გად­მოს­ვლი­სას მას შეხ­ვდა შე­და­რე­ბით თბი­ლი და ნო­ტიო ჰა­ე­რის ბაზა, გან­ვი­თარ­და მძლავ­რი ღრუბ­ლე­ბი და კვლავ გა­მო­იწ­ვია და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ცალ­კე­ულ რე­გი­ო­ნებ­ში ძლი­ე­რი, ხან­მოკ­ლე წვი­მა. განაგრძეთ კითხვა…

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძის საქმეზე ადვოკატის თქმით, მტკიცებულებები ბრალდებულის დანაშაულებრივ ქმედებას არ ადასტურებს
  • “მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და ათი ათასობით ხელფასს ინიშნავენ…” – რას ამბობს ლევან სამუშია
  • პოლიცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენლის გარდაცვალების საქმეს იძიებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge