Tuesday, September 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშის თანახმად, ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში 127 807.1 ათასი ლარი შევიდა

September 8, 2026
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშის თანახმად, ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში 127 807.1 ათასი ლარი შევიდა

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშის თანახმად, სანქციების – ჯარიმა და საურავების სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში 127 807.1 ათასი ლარია მობილიზებული, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (84 000.0 ათასი ლარი) 152.2%-ია.

ბიუჯეტის შესრულების იანვარ – ივნისის ანგარიშს პარლამენტის კომიტეტები იხილავს. დოკუმენტს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცნობს.

„გვაქვს სამწუხარო რეალობა, რომ გახშირებულია სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობის წესების დარღვევა, რასაც შესაბამისი ჯარიმები მოჰყვება. ბოლო 6 თვეში ჯარიმების მიმართულებით ცვლილებები არ ყოფილა – რაც გასულ წელს იყო დადგენილი, იგივეა დადგენილი, თუმცა დარღვევა მეტია. ეს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებების ნაწილში არ არის. ის რომ კომპანიები ვალდებულებებს ვერ ასრულებენ, საკმაოდ გააქტიურებულია მუნიციპალიტეტები და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და თუ კომპანია ვალდებულებებს არ ასრულებს, გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმების გადახდა უწევს“, – განმარტა კაკაურიძემ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის იანვარ-ივნისის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 14 507 900.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 15 086 701.2 ათასი ლარი ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 104.0%.

გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 13 057 400.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 13 303 018.4 ათასი ლარი ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 101.9%. ასევე საანგარიშო პერიოდში ზედმეტად გადახდილი გადასახადების (დღგ) დაბრუნების მაჩვენებელმა 1 377 800.5 ათასი ლარი შეადგინა.

გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 195 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 170 037.9 ათასი ლარი – საპროგნოზო მაჩვენებლის 87.2%.

სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 255 500.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 1 613 644.9 ათასი ლარი – საპროგნოზო მაჩვენებლის 128.5%.

არაფინანსური აქტივების კლებიდან მობილიზებულ იქნა 248 168.7 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (185 000.0 ათასი ლარი) 134.1%-ია.

ფინანსური აქტივების კლებიდან მობილიზებულ იქნა 163 226.4 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (176 400.0 ათასი ლარი) 92.5%-ია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჯარიმისა და საურავების სახით წელს ბიუჯეტში 127 807.1 ათასი ლარი შევიდა – 6 თვის ანგარიში
  • რას ამბობს ნინო ჩხობაძე შავ ზღვაში დაფიქსირებულ გიგანტურ ქარბორბალაზე და რასთან არის ის დაკავშირებული?
  • “ალექსანდრე გაბაშვილი ChatGPT-ს ეკითხება: 30 000 ვოლტი საკმარისია, რომ მოკლას? – ანუ ის მიზანმიმართულად მოსაკლავად არის გიგასთან მოსული” – რას ამბობს ეკა კუპატაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge