Tuesday, September 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვრცელდება ახალი დეტალები თამაზ ელიზბარაშვილის საქმესთან დაკავშირებით

September 8, 2026
ვრცელდება ახალი დეტალები თამაზ ელიზბარაშვილის საქმესთან დაკავშირებით

თამაზ ელიზბარაშვილის საქმე – “ტვ პირველმა” პროკურატურის მიერ დაზარალებულად დასახელებული შაკო კუჭაშვილის ჩვენება მოიპოვა.

” ქართული ოცნების” პროპაგანდისტის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ბრალდების მხარემ საქმეში ჯაბა ხუბუას მონაყოლით იხელმძღვანელა – პირის, რომელიც 30 აგვისტოს რესტორან “სხვა”-ში შაკო კუჭაშვილთან და სხვა პირებთან ერთად იმყოფებოდა.

კერძოდ კუჭაშვილი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, მას შემდეგ რაც ელიზბარაშვილი რესტორანში მიბრუნდა: “ჯაბამ შეამჩნია, რომ ელიზბარაშვილს მარჯვენა ხელი ჩაყოფილი ჰქონდა მუქი სპორტული მოსაცმლის მარცხენა შიდა ჯიბეში, ხოლო მარცხენა ხელით გარედან ეჭირა, რის გამოც გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჯიბეში პისტოლეტი ჰქონდა”.

ანალოგიური ვერსია შემოგვთავაზა პროკურატურამაც:

უწყება ამტკიცებს, რომ მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, რესტორანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ბიზნესმენი ტერიტორიაზე შეიარარებული მივიდა.

” [მოგვიანებით] მუქარის აღსრულების მიზნით ელზიბარაშვილი შემთხვევის ადგილზე ბრუნდება, რა დროსაც ხელი დემონსტრაციულად აქვს ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში…” – აცხადებს უწყება.

“დაახლოებით 8 თვეა ვმუშაობ ტელეკომპანია „იმედში“ სოციალური მედიის ანალიტიკოსად და მიჰყავს გადაცემა „ფაქტ კონტროლი“. 2026 წლის 23 მაისს ჩემს პირად Facebook-ზე გამოვაქვეყნე პოსტი დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე, რომელიც ასევე გააზიარა „Tv Imedi“-მ. 24 მაისს გაზიარებული პოსტის კომენტარებში მომხმარებელმა „Tamaz Elizbarashvili dog shelter“ მოწერა: „შაკო, შენ არ გეღირსა ჯანმრთელობა და მთელ შენ ოჯახს შეეყაროს დიუშენი“. მაშინ პასუხი არ გაუციათ, თუმცა კომენტარის სქრინშოტი ტელეფონში შევინახე.

2026 წლის 30 აგვისტოს, საღამოს 18:00–19:00 საათისთვის, მე და ჩემი თანამშრომლები (ნიკა კლიმიაშვილი, ჯაბა ხუბუა, სანდრო გამსახურდია, ნიკა ავციაური, გიორგი ჯანეზაშვილი და ჯემალ გოგმაჩაძე) შევიკრიბეთ რესტორან „სხვა“-ში (მუხრან მაჭავარიანის №19) და დავსხედით ქვედა სართულის კუპეში.

დაახლოებით 22:40 საათზე ჯემალ გოგმაჩაძე გამოვიდა საპირფარეშოში. უკან დაბრუნებულმა გვითხრა, რომ ხელსაბანთან შეხვდა თამაზ ელიზბარაშვილს, რომელმაც ხუმრობით ჰკითხა: „რა ხართ ეს ახალგაზრდებიო“.
10-15 წამში მეც გავედი კუპედან, მივედი თამაზ ელიზბარაშვილთან, ზრდილობიანად მივესალმე, წარვუდგინე ჩემი თავი და ვკითხე, თუ რატომ დაწერა ჩემს პოსტზე ასეთი კომენტარი. მან უარყო და მითხრა, რომ არ იცოდა, რაზე ვეკითხებოდი. დაბრუნდი კუპეში, ავიღე ტელეფონი, ვიპოვე შენახული სქრინი, ხელმეორედ გავედი და ვანახე. სქრინის ნახვისას დაიბნა და დაიძაბა, კვლავ უარყოფდა ავტორობას და იძახდა, რომ ყალბი გვერდებია შექმნილი.

ჩვენ შორის საუბარი ხმაურში გადაიზარდა. ხმაურზე გამოვიდნენ ჩემი თანამშრომლები და მთხოვეს კუპეში დაბრუნება, რათა სიტუაცია არ დაძაბულიყო. კუპეში დავბრუნდით მე, სანდრო და ჯემალ გოგმაჩაძე, ხოლო ნიკა კლიმიაშვილი და ჯაბა ხუბუა დარჩნენ მასთან სალაპარაკოდ.

დაახლოებით 4 წუთში ნიკა და ჯაბა შემოვიდნენ კუპეში. ჯაბამ გვითხრა, რომ ელიზბარაშვილს მოუხადეს ბოდიში შეწუხებისთვის, თუმცა მან აგრესიულად უპასუხა, რომ საქმეს ასე არ დატოვებდა და 30 წუთში დაბრუნდებოდა „საქმის გარჩევის მიზნით“. ჯაბამ ასევე აღნიშნა, რომ ელიზბარაშვილის პიროვნებიდან გამომდინარე, შესაძლოა ის ცეცხლსასროლი იარაღით დაბრუნებულიყო და მოგვიწოდა ტერიტორიის დატოვებისკენ.
მე, სანდრო გამსახურდიამ, ნიკა ავციაურმა და გიორგი ჯანეზაშვილმა გამოვიძახეთ ტაქსი და წავედით. ნიკა კლიმიაშვილი, ჯაბა ხუბუა და ჯემალ გოგმაჩაძე ადგილზე დარჩნენ, რათა დარწმუნებულიყვნენ ჩემს უსაფრთხო წასვლაში.
მეორე დილით (31 აგვისტოს) ჯაბა ხუბუამ ტელეფონით მითხრა, რომ იმ ღამეს (დაახლოებით 00:20 საათზე), როდესაც ისინიც აპირებდნენ წასვლას, ადგილზე კვლავ მოვიდა თამაზ ელიზბარაშვილი. ჯაბას თქმით, ის იყო ძალზე აგრესიული, ცდილობდა შიგნით შეჭრას, ყვიროდა, იგინებოდა და გვძებნიდა, თუმცა დაცვამ შიგნით არ შეუშვა. ჯაბამ შეამჩნია, რომ ელიზბარაშვილს მარჯვენა ხელი ჩაყოფილი ჰქონდა მუქი სპორტული მოსაცმლის მარცხენა შიდა ჯიბეში, ხოლო მარცხენა ხელით გარედან ეჭირა, რის გამოც გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჯიბეში პისტოლეტი ჰქონდა.

31 აგვისტოს დილით მივედი „იმედის“ ოფისში. დაახლოებით 14:00 საათზე „Tamaz Elizbarashvili dog shelter“-ის გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი: „TV იმედის თანამშრომლებო, წუხელ ლისზე, რესტორან „სხვა“-ში ჩემთან ძალიან შეგეშალათ. დღის ბოლომდე გაძლევთ დროს ბოდიშის მოსახდელად !!!“. დაახლოებით 4 საათის შემდეგ მან ამავე გვერდზე ჩართო პირდაპირი ეთერი (Live), სადაც ამბობდა, რომ რესტორანში იყო მეუღლესთან ერთად, რომ „იმედის“ თანამშრომლები სთხოვდნენ ბოდიშს და უმტკიცებდნენ, რომ უკრაინას აჭერდნენ მხარს. ლაივში გვემუქრებოდა, რომ თუ სათითაოდ არ მოვუხდიდით ბოდიშს, „ყველას მუხლებზე დაგვაყენებდა“ და მოგვაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა”- ამბობს ჩვენებაში შაკო კუჭაშვილი.

ცნობისთვის, დაკავებული ბიზნესმენის, თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატმა, ლექსო სვიმონიშვიმა გუშინ ღამით რესტორან “სხვა”-ში მომხდარი ინციდენტის ვიდეო ჩანაწერი გაასაჯაროვა.

კადრებში ბიზნესმენსა და “იმედის” თანამშრომლებს შორის რესტორნის საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტის დასაწყისი ჩანს.

პოკურატურა ამტკიცებს, რომ სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ “დაემუქრა” 7 კაცს ელიზბარაშვილი, რამაც საგამოძიებო უწყების თქმით, “დაზარალებულების საფუძვლიანი შიში გამოიწვია”.

რა ვიცით თამაზ ელიზბარაშვილის დაკავების საქმეზე?
ბიზნესმენი პირველ სექტემბერს მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

3 სექტემბერს პროკურატურამ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ბიზნესმენს სისხლის სამართლის კოდექსის მუქარის მუხლით ბრალდება წარუდგინა.

ცნობილია, რომ 1 სექტემბერს გაჩხრიკეს ელიზბარაშვილის მანქანა და საცხოვრებელი სახლი. მაშინ შსს-ში თქვეს, რომ სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუქარისა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ატარებდნენ.

ბიზნესმენი დაკავების დღიდან შიმშილობს და ამტკიცებს, რომ მას პროვოკაცია მოუწყვეს.

ამის პარალელურად, გაირკვა იმ ადამიანების ნაწილის ვინაობა, რომლებიც პროკურატურამ ე.წ. მუქარის საქმეზე დაზარალებულად ცნო.

სულ საქმეში 7 დაზარალებული ფიგურირებს – შაკო კუჭაშვილი, ჯაბა ხუბუა, სანდრო გამსახურდია, ნიკა კლდიაშვილი. 3 ადამიანის ვინაობა საჯარო სივრცეში არ გაჟღერებულა.
შაკო კუჭაშვილმა “ტვ პირველთან” თავად დაადასტურა, რომ ის საქმის ფიგურანტია. ჯაბა ხუბუასა და ნიკა კლდიაშვილის შესახებ სასამართლოზე გახდა ცნობილი, ხოლო ინფორმაცია რომ რესტორანში სანდრო გამსახურდიაც იმყოფებოდა, რადიო თავისუფლებამ დაწერა. ოთხივე მათგანი სანქცირებულ TV “იმედზე” მუშაობს.

საქართველოს მთავარამ პროკურატურა მოგვაინებით ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის საქმესთან დაკავშირებით სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გაავრცელა – საუბარია რესტორან “სხვა”-ს სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერზე, სადაც ჩანს ელიზბარაშვილი.

უწყება ამტკიცებს, რომ მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, რესტორანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ბიზნესმენი ტერიტორიაზე შეიარაღებული მივიდა.

“თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს… [მოგვიანებით] მუქარის აღსრულების მიზნით ის შემთხვევის ადგილზე ბრუნდება, რა დროსაც ხელი დემონსტრაციულად აქვს ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში…” – წერს უწყება ვიდეოს აღწერაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 კვირაში 374 სამართალდარღვევა გამოავლინეს
  • „გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი… აღარ დაგვხვდება სპორტსკოლის შესასვლელთან“ – გორში 14 წლის გოგოს ემშვიდობებიან
  • როგორი შემოდგომა გველის გრილი ზაფხულის შემდეგ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge