ღარიბაშვილი წკმუტუნიდან ჯერ ღრენაზე გადავიდა და გუშინ უკვე ხმამაღალ პოლიტიკურ ყეფაზე და თან ვის უყეფს? – რას წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
“ოჰოო! – ტრი-ტრი ანტუან ღარიბაშვილი წკმუტუნიდან ჯერ ღრენაზე გადავიდა და გუშინ უკვე ხმამაღალ პოლიტიკურ ყეფაზე და თან ვის უყეფს? – “ხელისუფლებას” ე.ი. პატრონს, იგივე ბატბიძინას, იგივე დესპოტს, იგივე ჭორვილელ დიქტატორს.
მე მაინც ვრჩები ჩემს კინოლოგიურ საექსპერტო აზრზე, რომ პატრონი ერთხელ ძალიან მაგრად მოარტყამს ღრანჭში და ესეც ხმას ჩაიკმინდავს და თუ არა, მაშინ ადვილად მისადგომი რბილი საკბენი ადგილი პატრონს იცით რამდენი აქვს? ხოდა თუ მართლა თავზე თათი აიღო, გაცოფდა და დაიგეშა, თუ ერთ დროს პატრონის მუხლებზე მჯდომი პატარა ფინია მართლა გარდაიქმნა პატრონის გასაგლეჯად მომზადებულ ავ ქოფაკად, მაშინ მართლა ახლდება Lasha Bugadze -ის წინასწარმეტყველება და დესპოტი გამოგვეცლება ხელიდან.
ერთი რამ უკვე ცხადია, ღარიბაშვილმა პირველად გაიჩინა არა უბრალოდ პატრონის და მისი, არამედ ამჯერად საკუთარი გულშემატკივრები, რომლებიც მასზე და მის ავ ბუნებაზე დებენ ფსონს და სასიცოცხლოდ არიან დაინტერესებული იმაში რომ ამ ძაღლმა დაგლიჯოს პატრონი და თუ აქამდე ადამიანებმა ვერ იხსნეს საქართველო, ამჯერად იქნებ ქოფაკად ქცეულმა ფინიამ მაინც გააკეთოს ეს.” – წერს მიხეილ სააკაშვილი.
