თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის მოქალაქის შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და გასაღების ორგანიზების, ასევე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დამნაშავედ ცნო.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულის ორგანიზებით ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გაასაღეს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებულ, 9 მმ კალიბრის, 54 ვაზნა, რაც მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა.
ასევე დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულის ორგანიზებით ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გაასაღეს.
საქმის მასალებით დგინდება, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა გამოყენებულიყო უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობისთვის.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ერთ ბრალდებულს 7 წლით, ხოლო მეორეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
