შაკო კუჭაშვილს თამაზ ელიზბარაშვილის უფლებადამცველის მიერ გავრცელებულ ახალ კადრებზე საუბარი არ სურს – ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
ვიდეო, რომელიც ადვოკატმა ლექსო სვიმონიშვილმა გაავრცელა და რომელიც რესტორან “სხვა-ში” მომხდარს ასახავს, რამდენჯერმე ჩანს შაკო კუჭაშვილი, რომელსაც მისივე მეგობრები აკავებენ და ელიზბარაშვილისკენ არ უშვებენ.
კუჭაშვილს ამ საქმეში პროკურატურა დაზარალებულად ასახელებს, ელიზბარაშვილის ადვოკატების თქმით, კი სწორედ ის არის პირი, რომელმაც რესტორნის ნულ სართულზე კონფლიქტი წამოიწყო.
იმდენი იძახეს, ოხ ეს დაზარალებულები, ოხ ეს დაზარალებულებიო, მგონი ბატონ თამაზს თავად მოუნდა დაზარალებულობა – ასე გამოდის და ადვოკატიც ეხმარება ამაში”, – თქვა კუჭაშვილმა.
კითხვაზე, სურდა თუ რა მას ფიზიკური ანგარიშსწორების განხორციელება თამაზ ელიზბარაშვილის მიმართ, კუჭაშვილმა ასე უპასუხა – “სხვას ვერაფერს გეტყვით”.
დაკავებული ბიზნესმენის, თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი, ლექსო სვიმონიშვილი რესტორან “სხვა”-ში მომხდარი ინციდენტის ვიდეო ჩანაწერს ასაჯაროებს.
