კადრები, რომელიც თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატმა, ლექსო სვიმონიშვილმა გაავრცელა, იურისტის თქმით, პროკურატურას ჰქონდა, თუმცა არ გაავრცელა.
უფლებადამცველის ვარაუდით, ამის მიზეზი იყო ის, რომ პროკურატურას არ სურდა საზოგადოებას გაეგო, რა მოხდა რეალურად – ვინ წამოიწყო კონფლიქტი და რამდენი ადამიანი მონაწილეობდა ამ დაპირისპირებაში.
ლექსო სვიმონიშვილის თქმით, კადრებში კარგად ჩანს, რომ თამაზ ელიზბარაშვილის მხრიდან არ ხდება არანაირი მუქარა და არც რაიმე სახის ანგარიშსწორება.
“კადრებში ჩანს როგორ აკავებენ ე.წ. დაზარალებულს მისივე მეგობრები, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ აგრესია არ იყო თამაზ ელიზბარაშვილსიგან. პირიქით, ელიზბარაშვილის მიმართ იყო აგრესია” – ამბობს ადვოკატი. განაგრძეთ კითხვა…
