Tuesday, September 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება

September 8, 2026
მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე – students.emis.ge – 8 სექტემბერს, 18:00 საათზე დასრულდება.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა სტუდენტებს მოუწოდებს, რეგისტრაცია დადგენილ ვადაში გაიარონ და ვადის ამოწურვამდე ყურადღებით გადაამოწმონ საკუთარი განაცხადი, მათ შორის, პირველ პრიორიტეტად არჩეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიმდინარე გამსვლელი ქულა და პრეტენდენტთა რაოდენობა. საჭიროების შემთხვევაში მათ შესაძლებლობა აქვთ, შესაბამისი ცვლილებები შეიტანონ განაცხადში.

ელექტრონულ პორტალზე მობილობის კონკურსი სტუდენტის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტებისა და საკონკურსო ქულის გათვალისწინებით მიმდინარეობს. პირველ რიგში, ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებენ ის სტუდენტები, რომლებსაც შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა პირველ პრიორიტეტად აქვთ მითითებული. დარჩენილი ადგილები შემდგომი პრიორიტეტების შესაბამისად ნაწილდება.

მოცემულ ვადაში სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, ელექტრონულ პორტალზე დააკვირდეს კონკურსის მიმდინარეობას, შეადაროს საკუთარი საკონკურსო ქულა პროგრამაზე მიმდინარე გამსვლელ ქულას და, კონკურსის მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს განაცხადი.

კერძოდ, შეცვალოს პროგრამების პრიორიტეტული თანმიმდევრობა, წაშალოს ან ჩაანაცვლოს პროგრამა, დაამატოს ახალი პროგრამა ან შეცვალოს განაცხადში მითითებული პროგრამების ჩამონათვალი. ამასთან, სტუდენტმა უნდა გადაამოწმოს მობილობით სარგებლობისთვის დადგენილი წინაპირობები და დარწმუნდეს, რომ გადახდილი აქვს მობილობის საფასური, ჩაბარებული აქვს არჩეული საგანმანათლებლო პროგრამისთვის განსაზღვრული შესაბამისი საგნები და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის, მინიმუმ, ერთი აქტიური წელი უფიქსირდება.

მნიშვნელოვანია, რომ პორტალზე მითითებული „გამსვლელი ქულა“ წარმოადგენს საორიენტაციო მონაცემს და არ არის წინასწარ განსაზღვრული მინიმალური ზღვარი. საბოლოო შედეგი დამოკიდებულია კონკურსში მონაწილე სტუდენტთა საკონკურსო ქულებზე, მათ პრიორიტეტებსა და პროგრამაზე არსებულ ვაკანტურ ადგილებზე. ამასთან, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს, კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის, გამოცდა, გასაუბრება, შემოქმედებითი ტური, ათვისებული კრედიტების რაოდენობა და სხვა პირობები. შესაბამისი ინფორმაცია სტუდენტისთვის ხელმისაწვდომია ელექტრონულ პორტალზე, პროგრამის „შენიშვნების“ გრაფაში.

სტუდენტმა განაცხადში ნებისმიერი ცვლილება 8 სექტემბრის 18:00 საათამდე უნდა განახორციელოს. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ ცვლილების შეტანა აღარ იქნება შესაძლებელი.

მობილობის შედეგების ნახვა სტუდენტებს ელექტრონული პორტალის – students.emis.ge – პირად სარეგისტრაციო გვერდზე 11 სექტემბერს შეეძლებათ.

ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “გამოძიებასთან თავად ითანამშრომლა და ბრალი აღიარა. სამართლიანად იხდის სასჯელს” – ჭეიშვილი ღარიბაშვილზე
  • “ზურგში დანა როგორ ჩავარტყით?! 5 მლნ დოლარი შევიტანეთ მასთან სახლში, საათები და ოქროს ზოდები დავალაგეთ, მერე ჩხრეკა მოვაწყვეთ და ეს ყველაფერი ამოვიღეთ?!” – რას ამბობს თენგიზ შარმანაშვილი
  • გვარამიამ „თავის გამართლების სტატუსი“ დაწერა გილაურსა და 40 მილიონზე…” – ანა წითლაძე ნიკა გვარამიას ეხმაურება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge