გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ვარაუდობს, რომ 2026 წელს ხორბლის მსოფლიო წარმოება 2025 წელთან შედარებით 3.8%-ით, 810.7 მილიონ ტონამდე შემცირდება.
აგვისტოს შედეგებით, FAO-მ მსოფლიოში ხორბლის მოსავლის პროგნოზი 0.5%-ით გაზარდა. თუმცა, ამ გადახედვის მიუხედავად, წარმოების მოცულობა მაინც შესაძლოა, გასული წლის მაჩვენებელზე 3.8%-ით ნაკლები აღმოჩნდეს.
აგვისტოს პროგნოზის ზრდა ძირითადად განაპირობა კანადის, მაროკოს, რუსეთისა და უკრაინის შეფასებების ზრდისკენ კორექტირებამ. ამ მატებამ ჭარბად დააფარა ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში პროგნოზების შემცირება, სადაც ნალექის დეფიციტმა და მაღალმა ტემპერატურამ მოსავლიანობის კლება გამოიწვია.
