ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს პასუხობს – “ქართული ოცნების” მოქმედმა პრემიერმა, მისი წინამორბედის განცხადებებს “სასაცილო და ტრაგიკული” უწოდა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი “შავ-ბნელი გაზეთის დონეზე” დავიდა.
რაც შეეხება პროკურატურაში შესაძლო გამოკითხვის ფაქტს, კობახიძე ამბობს, რომ გამსაკითხ სიაში ის არ არის.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ყოფილმა პრემიერმა კითხვები დასვა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები რჩება რამდენიმე ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტზე, რომლებიც, მისი თქმით, „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მოხდა.
ღარიბაშვილის წერილისა და სხვა საჯარო განცხადებების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი პოლიტიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვები.
