2026 წლის ივლისში თბილისში ბინების გაყიდვები წლიურ ჭრილში 22%-ით გაიზარდა და 4 409 ტრანზაქცია დარეგისტრირდა – მონაცემები „თიბისი კაპიტალის“ დედაქალაქის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვის მიხედვით, გამოცემა BPN-მა დააჯამა. საანგარიშო პერიოდში, უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 3%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 1 359 აშშ დოლარი შეადგინა.
TOP 5 უბანი, სადაც ძვირადღირებული ბინების გაყიდვების წილი ყველაზე მაღალია:
• მთაწმინდა – გაყიდული ბინების 44% ყველაზე მაღალ საფასო კატეგორიაშია.
• ვაკე – გაყიდვების 38% 2 500 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ბინებზე მოდის.
• საბურთალო – განხორციელებული ტრანზაქციების 12% კვადრატულზე 2 500 აშშ დოლარის ღირებულებას აჭარბებს.
• კრწანისი და ჩუღურეთი – ორივე უბანში 2 500 აშშ დოლარზე ძვირიანი ბინების წილი გაყიდვების 7%-ს შეადგენს.
TOP 5 უბანი, სადაც ყველაზე იაფი ბინების გაყიდვების წილი ყველაზე მაღალია:
• ჩუღურეთი – გაყიდული ბინების 20%-ში კვადრატული 900 აშშ დოლარზე ნაკლები ღირს.
• სამგორი – ტრანზაქციების 18% 900 აშშ დოლარამდე საფასო კატეგორიაშია.
• გლდანი და ნაძალადევი – ორივე უბანში ყველაზე იაფი ბინების წილი 16%-ს შეადგენს.
• დიდუბე – გაყიდვების 16% მოდის 900 აშშ დოლარამდე სეგმენტზე.
რაც შეეხება საშუალო საფასო სეგმენტს, 900 -1500 აშშ დოლარის ღირებულების ბინების გაყიდვების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია შემდეგ უბნებშია:
• დიდი დიღომი – გაყიდული ბინების 66%.
• სამგორი – 62%.
• გლდანი – 58%.
• ისანი – 57%.
• ნაძალადევი – 49%.
