Saturday, September 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ძლიერი წვიმის შედეგად ხარაგაულის სოფლები დაიტბორა – მოვარდნილმა წყალმა გზებზე ქვა-ღორღი ჩამოიტანა

September 5, 2026
ძლიერი წვიმის შედეგად ხარაგაულის სოფლები დაიტბორა – მოვარდნილმა წყალმა გზებზე ქვა-ღორღი ჩამოიტანა

ძლიერი წვიმის შედეგად ხარაგაულის სოფლები დაიტბორა – მოვარდნილმა წყალმა გზებზე ქვა-ღორღი ჩამოიტანა.

სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს:

“სტიქიის შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შეიქმნა.

ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა ნაშალი ქვის, ღორღისა და მიწის მასა სოფლების ცენტრალურ და საუბნო გზებზე ჩამოიტანა, რის გამოც ცალკეულ მონაკვეთებზე გადაადგილება გართულდა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი დილიდან მუდმივ კომუნიკაციაშია ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და აკონტროლებს სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებას.

მერის დავალებით, სოფელ ხიდარში გაწმენდით სამუშაოებს ხელმძღვანელობს მერის მოადგილე დავით დევდარიანი, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროს პეტრე შარიქაძესთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად.

მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებული სპეციალური ტექნიკა სოფელ ხიდარში მუშაობს. ძლიერი წვიმის შედეგად გზაზე ჩამოტანილი ქვა-ღორღისა და მიწის მასისგან ცენტრალური გზა უკვე გაიწმინდა და გადაადგილება აღდგენილია.

ხიდარში სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტექნიკა სოფელ საქარიქედში გააგრძელებს მუშაობას, სადაც უხვი ნალექის შედეგად ასევე დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა.

მუნიციპალური სამსახურები და შესაბამისი ტექნიკა სრულ მობილიზებაში რჩება. სამუშაოები გაგრძელდება ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც სტიქიის შედეგად გზებზე გადაადგილების პრობლემა შეიქმნა” – წერია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოში ახალგაზრდებს ნარკობიზნესში ჩართვას მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ სთავაზობენ – მასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება
  • “ეს ის სერიალია, რომელიც შემდეგ კვირებშიც გაგრძელდება” – ფიქრია ჩიხრაძე განცხადებას ავრცელებს
  • ნახეთ ის 10 მომსახურება, რომელიც აგვისტოში ყველაზე მეტად გაძვირდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge