ნიკა მელიაზე თავდამსხმელი არ დაუკავებიათ – “ტვ პირველის” ინფორმაციით, კაცი, რომელიც პოლიტიკოსს 2024 წლის 11 აგვისტოს სამტრედიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს თავს დაესხა, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
სულხან საბა ნიკოლეიშვილი, რომ თავისუფალია ეს “პირველებს” მისმა მამამ, მირზა ნიკოლეიშვილმაც დაუდასტურა.
“ციხეში რომ არ არის ეს კი ვიცი. არვიცი რამდენი გადაიხადა და როგორ გააკეთა (რომ გამოსულიყო). გარეთ რომ არის და ციხეში არა, ეს თქვენც კარგად იცით”, – ეუბნება ” ტვ პირველს” მირზა ნიკოლეიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ 2024 წლის 11 აგვისტოს სამტრედიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება 729 დღის შემდეგ დაიწყო და სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
უფრო კონკრეტულად, 2026 წლის 9 აგვისტოს პროკურატურამ საბა ნიკოლეიშვილს, ასევე ნიკა მელიას თანაგუნდელებს (ცოტნე მირცხულავასა და გაბრიელ კობაიძეს, რომლებმაც თავდამსხმელი ადგილზე გაანეიტრალეს), ბრალი წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162¹ მუხლის პირველი ნაწილით.
ეს მუხლი გულისხმობს ძალადობას წინასაარჩევნო აგიტაციის ან საარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს.
თავდასხმა ნიკა მელიაზე საარჩევნო კამპანიის პერიოდში მაშინ მოხდა, როცა ოპოზიციის ლიდერი პარტია ახალის ერთ-ერთ ოფის სამტრედიაში ხსნიდა.
მედიასთან კომენტარს აკეთებდა და სწორედ ამ დროს ჩაარტყა სულხან-საბა ნიკოლეიშვილმა მუშტი სახეში.
შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ დაპირისპირების განეიტრალება იქვე მდგომმა სტუდენტმა ცოტნე მირცხულავამ და მელიას მცველმა გაბრიელ კობაიძემ სცადეს. ამ დროს თავდამსხმელი მანქანასთან წაიქცა.
