ვერცერთმა ხსენებულმა მოწმემ გამოძიებას ვერ მიაწოდა რაიმე სახის ინფორმაცია, – განაცხადა პროკურორმა მედეა ცირამუამ ჟურნალისტებთან ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, მოწმეებმა – ხატია დეკანოიძემ და თაზო დათუნაშვილმა აღნიშნეს, რომ ლაზარე ჯორბენაძის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებიდან შეიტყვეს.
„აღნიშნული დროისთვის ცალკე დაიკითხა ხატია დეკანოიძე და თამაზ დათუნაშვილი. თითოეულმა მათგანმა, როგორც მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე განაცხადა, ლაზარე ჯორბენაძის არსებობის შესახებ შეიტყვეს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებიდან. შესაბამისად, ვერცერთმა ხსენებულმა მოწმემ გამოძიებას ვერ მიაწოდა რაიმე სახის ინფორმაცია“, – აღნიშნა პროკურორმა.
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო, პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები მიმდინარეობს. ირკვევა, რომ ოპოზიციონერებმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე არაფერი იციან და მთავარი წყარო მათთვის ირაკლი ღარიბაშვილია.
პატიმრობაში მყოფმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ მორიგი წერილი გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას – რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი.
