აფხაზებს რომ ვეზიზღებით, გვეზიზღება და ა.შ. ასეთი განცხადებები ახალი დაძაბულობის შექმნას ემსახურება. გაგიკვირდებათ და უცებ, რუსი ბლოგერები გამოჩდნენ, რომლებიც ამბობენ, ორივე მხარეს იმ დანაშაულების ვრცელი სია აქვს, რომელიც ერთმანეთის წინაშე ჩაიდინეს და ახლა ადარებენ, ვის უფრო არგუმენტირებული დოკუმენტები გააჩნიაო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულების განვითარება არ არის ლოკალური ხასიათის
„ეს გულისხმობს საოკუპაციო რეჟიმის გააქტიურების მცდელობას, აგრესიულ ურთიერთობებს. მიზანია, ყველაფერი, რაც ბოლო პერიოდში ხდება, საფრთხის ქვეშ უნდა დადგეს – იქნება ეს სამედიცინო თვალსაზრისით ჩვენი დახმარება თუ სხვა. ითქვა, თითქოს აფხაზეთში საწვავის შეტანა უკრაინის წინააღმდეგ ომს ემსახურება. 300 ტონაა შეტანილი ჰუმანიტარული თვალსაზრისით და მათთვის ყველა განვითარება მისაღებია, აფხაზეთს უკრაინული დრონი დაეცემა, თუ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას ირანული რაკეტა დაეცემა, თუ ქვეყანაზე რუსეთის სარაკეტო სისტემა მიიტანს იერიშს, მათთვის ყველა განვითარება მისაღებია. ეს პატარა ეპიზოდი იმ სტრატეგიის ნაწილია, რასაც ჰქვია ომში საქართველოს ჩართვის უზრუნველყოფა. ეს ამოცანაა, რომელსაც პატარა მიმართულებები აქვს. განცხადებები გაკეთდა, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არ გვჭირდება, რადგან ევროინტეგრაციის პროცესში შემაფერხებელია თითქოს მხოლოდ ეს არის შემშლელი იმ პროცედურების რეალიზაციის, რაც სერიოზულ მოთხოვნებს კანდიდატ ქვეყნებს უყენებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
