Friday, September 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“დასაკითხ პირთა წრეში მე კი არ უნდა ვიყო, არამედ დაკითხონ მდინარაძე და კობახიძე”- რას ამბობს ირმა ინაშვილი

September 4, 2026
“ესეც რომ წამების ტოლფასია, არ გესმით?! განა ესაა ქართული აზროვნება?!“ – ირმა ინაშვილი

გამოკითხვების სერიას აქვს ორი დატვირთვა: პირველი, მათ სურთ ყურადღების გადატანა, და აქცენტების გადატანა ამ დავით გარეჯის თემიდან და მეორე – უნდათ, რომ ერთ ტაფაში მოხრაკონ სხვადასხვა მსოფლმხედველობის პოლიტიკოსები, ექსპერტები და ა.შ. – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე, მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი გარემოებები არსებობს საქმესთან დაკავშირებით, მაგალითად მდინარაძისა და კობახიძის დავალებით რატომ შეუგზავნეს „ასავალ-დასავალის“ ის ნომერი ღარიბაშვილს, სადაც დაბეჭდილი იყო ლაზარე ჯორბენაძის ინტერვიუ და სადაც ის დავით გარეჯზე საუბრობდა.

„დღეს ამაოდ იხარჯება სახელმწიფო რესურსი ჩვენი დაბარებით და ამ გამოკითხვით, ვინაიდან საჯაროდ ბევრჯერ ვთქვი მეც და სხვებმაც, რომ არანაირი ინფორმაცია, იმის გარდა, რაც ინტერნეტში გვაქვს წაკითხული ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, არ გვაქვს. მაგრამ ჩვენი უფლება და ვალდებულებაა, რომ ჩვენ დავსვათ შეკითხვები.

ეს ჩვენი პრეროგატივაა, როგორც მოქალაქეების და როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების. ამ შეკითხვებს საჯაროდ დავსვამ დღესაც, თქვენს წინაშე.

ღარიბაშვილის წერილიდან საინტერესო იყო პირველი ნაწილი, როდესაც ის საუბრობს იმაზე, რომ 12 თებერვალს მდინარაძე-კობახიძის დავალებით მას შეუგზავნეს გაზეთი „ასავალ-დასავალი“, სადაც იყო დაბეჭდილი დიტო ჩუბინიძის ინტერვიუ ლაზარე ჯორბენაძესთან, და ურჩევდნენ საქმეს: ეს იყო მისი, შეკვეთილი სტატია, ინტერვიუ თუ არა, ან დგას თუ არა ღარიბაშვილი ამ ინტერვიუს უკან. საინტერესოა რატომ ურჩევდნენ საქმეს? რატომ თვლიდნენ, რომ ეს ეპიზოდი არის მნიშვნელოვანი? ვინაიდან ამ ეპიზოდში, გაგახსენებთ, საუბარი ეხება დავით გარეჯს. ლაზარე ჯორბენაძე დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით პირდაპირ ხელს ადებდა კობახიძეს, რომ მან ხელი მოაწერა გრიფით საიდუმლო დოკუმენტს და ამ დოკუმენტის თანახმად, მე არ ვიცი, რა ხდება იქ, მოხდა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ გარეჯის კუთვნილი ტერიტორიების დათმობა. ამაზე საუბრობდა ლაზარე ჯორბენაძე. მე ვფიქრობ, რომ ამ ეპიზოდსა და თვითმკვლელობას შორის არსებობს ლოგიკური კითხვების ჯაჭვი. ჩვენ ვართ ვალდებული, ისევე როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც სვამს შეკითხვებს, დავსვათ საჯაროდ ეს შეკითხვები. თუ საგამოძიებო ორგანოებს აინტერესებს ის, რომ ამ შეკითხვებით შევიდეთ და შეკითხვები დასვათ, კი ბატონო.

მაგრამ ამ გამოკითხვების სერიას აქვს ორი დატვირთვა, ჩემი აზრით. პირველი – მათ სურთ ყურადღების გადატანა, და აქცენტების გადატანა ამ დავით გარეჯის თემიდან. პირდაპირ ვეუბნები, რომ დღეიდან დაიწყება კითხვების დასმა ხელისუფლების და კონკრეტულად კობახიძის მიმართ. საერთოდ რა დოკუმენტზეა საუბარი? არსებობს თუ არა ასეთი დოკუმენტი, ან მსგავსი ტიპის სხვა დოკუმენტი? რა ხდება დავით გარეჯში? იმიტომ, რომ ჩვენი სამღვდელოების და სამოქალაქო პირების მტკიცებით, ვეღარ გადავდივართ იმ ტერიტორიებზე, სადაც ადრე თავისუფლად გადავდიოდით. საჯაროდ ხალხს ჩააბარონ ანგარიში, რა დოკუმენტზე იყო საუბარი, იყო თუ არ იყო ეს დოკუმენტი ესეც განმარტონ. თუკი მსგავსი ტიპის დოკუმენტი არსებობს, მოხდეს მისი გასაჯაროება. იქ, სადაც ადრე გადავდიოდით გარეჯის ტერიტორიაზე, დღეს ვერ გადავდივართ.

ახალი გარემოება კი ზუსტად ის არის: მდინარაძისა და კობახიძის დავალებით რატომ შეუგზავნეს „ასავალ-დასავალის“ ის ნომერი ღარიბაშვილს, სადაც დაბეჭდილი იყო ლაზარე ჯორბენაძის ინტერვიუ და სადაც ის დავით გარეჯზე საუბრობდა? აი, ეს არის ახალი გარემოება. დასაკითხ პირთა წრეში მე კი არ უნდა ვიყო შეყვანილი და კიდევ სხვა პირები არამედ უნდა დაიბარონ და დაკითხონ მდინარაძე, კობახიძე და ის პირები, ვინც ეს გაზეთი შეუგზავნა და დანაბარები გადასცა ღარიბაშვილს.

კითხვის ნიშნები იყო მაშინვე, როდესაც ჯერ ეს ინტერვიუ დაიბეჭდა და ეს ჩვენ წავიკითხეთ, გაზეთში გავეცანით ამ ინტერვიუს და შემდეგ გავიგეთ, რომ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე ლაზარე ჯორბენაძემ. მაგრამ როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი სვამს კითხვას, ჰყვება, რომ მასთან შევიდნენ, შეიტანეს ეს გაზეთი, უთხრეს „შენ ხომ არ დგახარ ამის უკან“, “ურჩევდნენ საქმეს”, როგორც ჩანს, ამ დაინტერესებულ მხარეს რაღაცა აღელვებდა ამ ინტერვიუში. ეს რაღაც დავით გარეჯია, სხვა თემა იქ არ ფიგურირებდა.

მეორე მიზანი კი ამ გამოკითხვებს, ესეც კობახიძის ხრიკია, უნდათ რომ ერთ ტაფაში მოხრაკონ სხვადასხვა მსოფლმხედველობის პოლიტიკოსები, ექსპერტები და ა.შ. ამ გამოკითხვებზე ზუსტად ამიტომ იყვნენ დაბარებული ირმა ინაშვილი, ნიკა გვარამია, ხატია დეკანოიძე, ზაზა დავითაია. ტრადიციონალისტური ფლანგიც და საპირისპირო ფლანგიც, რომელთანაც მე პირადად მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება მქონდა, მაქვს და მექნება კიდევ მომავალში. ამისი მიზანი ზუსტად ეს არის, რომ წარმოაჩინონ, რომ ამ ყველას უკან თითქოს დგას ღარიბაშვილი. ესეც ხრიკი არის კობახიძის, რომ მერე თავისი ჩაწვეთების პოლიტიკით ჩააწვეთოს ივანიშვილს, რომ „აი, ამათი ბრალია, რაც ქვეყნის შიგნით ხდება“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “როდესაც გაფართოებაზე საუბრობს ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, საქართველოს არც კი ახსენებს…” – რას ამბობს გიორგი სიორიძე
  • “მედიკამენტები “მალე საქართველოში იქნება და ჩვენთვის ახალი ცხოვრების ხანა იწყება”- დიუშენით დაავადებული ბავშვის დედა
  • თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge