ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 სექტემბერს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში.
ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
კერძოდ, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფლებში: მაგრანეთი, დორეულები, ბოჭორმა, სიონი და მიმდებარე სოფლებში; 7 სექტემბერს 11:00-დან 19:30 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტუშურები, ზარიძეები, ხოფცა, ალაჭანი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
