ცხოველთა უფლებადამცველის, თამაზ ელიზბარაშვილის სისხლის სამართლის წესით დაკავების საქმეში მოწმეებად „იმედის“ თანამშრომლები ფიგურირებენ. შაკო კუჭაშვილმა მონაწილება თავად დაადასტურა.
კუჭაშვილს „იმედის“ სოციალურ ქსელში პოდკასტი „FAKE კონტროლი“ მიჰყავს. ინფორმირებული წყარო რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ ამავე საქმეში ფიგურირებენ პოდკასტის თანაწამყვანები: ნიკა კლდიაშვილი და სანდრო გამსახურდია. გამსახურდია „იმედის კვირისთვისაც“ ამზადებს სიუჟეტებს.
კუჭაშვილთან, გამსახურდიასთან და კლდიაშვილთან ერთად კიდევ ვინ იმყოფებოდა 30 აგვისტოს რესტორან „სხვაში“, რადიო თავისუფლებამ ამ ეტაპზე ვერ გაარკვია:
არც თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი ლექსო სვიმონიშვილი და არც შაკო კუჭაშვილი არ ასახელებენ იმ პირების ვინაობას, ვინც ამ საქმეში ფიგურირებენ.
არც ერთ მათგანს არ უარყვია, რომ საქმეში ფიგურირებენ კლდიაშვილი და გამსახურდიაც. განაგრძე კითხვა
