Friday, September 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი ხალხისთვის კიდევ ერთი ახალი ხარკის შემოღებას გეგმავს…” – რას ამბობს ლაშა ფარულავა

September 4, 2026
“ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი ხალხისთვის კიდევ ერთი ახალი ხარკის შემოღებას გეგმავს…” – რას ამბობს ლაშა ფარულავა

ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი ხალხისთვის კიდევ ერთი ახალი ხარკის შემოღებას გეგმავს: ავტომფლობელებისთვის სავალდებულო დაზღვევას! – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველი საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ავტომობილებისთვის სავალდებულო დაზღვევა არის საბანკო ოლიგარქიას ამოფარებული სადაზღვევო ბიზნესისა და „ოცნების“ კორუფციული შეთანხმება, რომლის საფასურიც ისევ ავტომფლობლის მძღოლები გადაიხდიან.

„ირაკლი კობახიძემ საზოგადოება მოატყუა, რომ ფასები გაიაფდებოდა, 86%-იანი ფასნამატი და კორუფციული წილი გაქრებოდა. მაგრამ რა მივიღეთ? ფასები კი არ შემცირდა, არამედ იანვრიდან აგვისტომდე თითქმის 40%-ით გაიზარდა. ახლა კი, იმის ნაცვლად, რომ „ოცნებამ“ და ირაკლი კობახიძემ ამ ტყუილსა და ჩავარდნაზე პასუხისმგებლობა აიღონ, პირიქით – ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი ხალხისთვის კიდევ ერთი ახალი ხარკის შემოღებას გეგმავს: ავტომფლობელებისთვის სავალდებულო დაზღვევას! ეს არის საბანკო ოლიგარქიას ამოფარებული სადაზღვევო ბიზნესისა და „ოცნების“ კორუფციული შეთანხმება, რომლის საფასურიც ისევ ავტომფლობელებმა უნდა გადაიხადოს. მსგავსი კორუფციული სქემა საქართველოში ვარდების რევოლუციამდეც მოქმედებდა. მიხეილ სააკაშვილმა ეს სისტემა გააუქმა და ხალხის ძარცვა შეწყდა. დღეს კი „ოცნება“ იმავე პრაქტიკის დაბრუნებას ცდილობს. შევარდნაძის “დაზღვევა” ბრუნდება. მოვითხოვთ, შეჩერდეს ეს პროცესი და სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტი ამოღებულ იქნეს მთავრობის საკანონმდებლო გეგმიდან. იგივე უნდა ითქვას ტექდათვალიერებაზეც. ამ ფორმითა და შინაარსით არსებული ტექდათვალიერება ბუტაფორიაა და ხალხის ძარცვის მექანიზმად არის ქცეული. მანქანის ტექნიკური გამართულობა აუცილებელია, მაგრამ მოქალაქის ძარცვა – არა. „ნაციონალური მოძრაობა“ პირველივე შესაძლებლობისთანავე გააუქმებს ამ ფორმით არსებულ ტექდათვალიერებას. ჩვენ ასევე გავანახევრებთ საწვავზე აქციზის მოსაკრებელს, რათა საწვავი გაიაფდეს, და დავშლით ელექტროენერგიის ტარიფში არსებულ კარტელურ და კორუფციულ სქემას. ქართულ საზოგადოებას სჭირდება ხელისუფლება, რომელიც ხალხის ჯიბეს კი არ ძარცვავს, არამედ ხალხის ცხოვრებას აიაფებს. ერთად მოვიშოროთ კორუფციული, კრიმინალური და ქურდული „ოცნება“ და დავიწყოთ ქვეყნის მართვა მოქალაქის ინტერესებიდან“, – განაცხადა ფარულავამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პატიმრების ოჯახის წევრები შალვა პაპუაშვილს პასუხობენ
  • „ხისტი ნაბიჯის უცებ გადადგმა ვერ იქნება გამართლებული“ – რა სავაჭრო პრაქტიკების აკრძალვაზე შეიძლება მუშაობდეს მთავრობა
  • “ჩვენს აფხაზ ძმებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებით აგენტურის ლუსტრაცია ხდება, ცდილობენ, ის ხიდებიც ჩატეხონ”- რას ამბობს ირაკლი ზარქუა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge