Thursday, September 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“აქ მე კი არა, კობახიძე-მდინარაძე უნდა იყვნენ” – გია ხუხაშვილი გამოკითხვაზე მივიდა

September 3, 2026
“აქ მე კი არა, კობახიძე-მდინარაძე უნდა იყვნენ” – გია ხუხაშვილი გამოკითხვაზე მივიდა

გია ხუხაშვილი დიღმის მთავარ სამმართველოში მივიდა – პოლიტიკის ექსპერტი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წერილში დასახელებულ თვითმკვლელობის საქმეებზე კომენტარის გაკეთების გამო გამოკითხვაზე დაიბარეს, ამბობს, რომ ახლა სამმართველოში არა ის, არამედ კობახიძე-მდინარაძე უნდა იყვნენ, რადგან სწორედ მათ ადებდა ხელს გარდაცვალებამდე მიცემულ ინტერვიუში ლაზარე ჯორბენაძე.

მე ჯორბენაძეზე რაიმე კონკრეტული კომენტარი არ გამიკეთებია. ამიტომ არის უცნაური, რომ საქმე მიმდინარეობს ჯორბენაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. მე ზოგადად ვილაპარაკე თვითმკვლელობებზე, სადაც არის კითხვები, კითხვები იმაზე ეს მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა? თვითმკვლელობაც რომ იყოს, ამით არ სრულდება საქმე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით უნდა დაიხუროს საქმეები. ესეთი საქმეები ბევრია. რიჟვაძის საქმე ბნელით მოცულია. ჩვენ ვიცით, რომ თვითონ თქვა თავიდან, რომ თვითმკვლელობამდე მიმიყვანესო და მერე აგდამალეს, დაიკარგა, რა მოხდა – ეს კითხვები პასუხგაუცემელია. ასეთი კითხვები არსებობს სხვა საქმეებზეც. მე ამაზე გადავედი, ჯორბენაზე კონკრეტულად – ადამიანზე, რომელზეც არც ვიცოდი, არც მისი მოღვაწეობა, არც მისი ინტერვიუ მქონდა ნანახი.

აქ მე კი არ უნდა ვიყო დაბარებული, პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს, რადგან ის ფლობდა სიღრმისეულ ინფორმაციას, შესაბამისად, ახლა აქ მე კი არ უნდა ვიდგე, უნდა იდგეს კობახიძე და მდინარაძე, იმიტომ, რომ მათ დაადო ხელი ამ ადამიანმა. იმათ კი არ იბარებენ, მე მიბარებენ – ეს ხომ ტრაგი-კომედიაა და მეტი არაფერი”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

3 სექტემბერს პროკურატურამ საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ გამოკითხავენ იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წერილში დასახელებულ თვითმკვლელობის საქმეებზე კომენტარი გააკეთეს. გამოსაკითხთა სიაშია თავად ირაკლი ღარიბაშვილიც.

მთავარ საგამოძიებო ორგანოში აღნიშნავენ, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.

საეჭვო თვითმკვლელობებზე ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ რიგით მეხუთე წერილში ისაუბრა.

“მდინარაძე-კობახიძის მმართველობის დროს არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები და მე საჯაროდ ვსვამ ამ კითხვებს” – წერს ღარიბაშვილი წერილში.
ერთადერთი ვისაც ექს-პრემიერი წერილში აკონკრეტებს ეს ლაზარე ჯორბენაძეა – გაზეთ “ასავალ-დასავალის” რესპოდენტი, რომელიც ორ თებერვალს ჟურნალიტს დიტო ჩუბინიძესთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის გაყიდვაში სდებს ბრალს, შემდეგ კი მას გარდაცვლილს პოულობენ.

ცნობისთვის, ლაზარე ჯორბენაძე აპრილის თვეში გარდაცვლილი იპოვეს. უფლებადამცველი 2026 წლის 2 თებერვალს “ასავალ დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით იხილა აზერბაიჯანთან გაფორმებული დოკუმენტი დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელზეც ირაკლი კიბახიძის ხელმოწერა იყო დასმული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თამაზ ელიზბარაშვილის საქმე – იზოლატორში დაკავებულ ბიზნესმენთან გამომძიებელი შედის
  • როდის უნდა შეიჭრათ თმა სექტემბერში – ფენ-შუი სპეცილისტის რეკომენდაცია
  • პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge