Thursday, September 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ოპოზიცია ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებაზე ოპოზიციონერების გამოკითხვას “ოცნების” შიშს უკავშირებს

September 3, 2026
ოპოზიცია ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებაზე ოპოზიციონერების გამოკითხვას “ოცნების” შიშს უკავშირებს

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წერილში დასახელებულ თვითმკვლელობის საქმეებზე პოლიტიკოსების გამოსაკითხად დაბარება თემის გადაფარვის მცდელობაა.

მათი თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებსაც ეჭვები უჩნდებათ გარკვეულ საკითხებზე და კითხვებს ღიად სვამენ.

“ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე თვლის, რომ “უბადრუკი მცდელობაა”, პოლიტიკურ განცხადებებზე პოლიტიკოსები დაიბარონ პროკურატურაში.

ეს არის დამფრთხალი, კრიმინალური ხელისუფლების უბადრუკი მცდელობა, რომ პოლიტიკურ განცხადებებზე პოლიტიკოსები დაიბარონ პროკურატურაში. წარმოუდგენელია, მაშინ, როცა ხელისუფლებას არ აქვს კომპეტენცია, არ აქვს პოლიტიკური ნება, გამოიძიოს რეალური ბრალდებები სწორედ მათი ყოფილი თანაგუნდელების, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ამ დროს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს პოლიტიკური განცხადებების გამო იბარებს პროკურატურაში, რაც არის უბადრუკი მცდელობა.

თუ ამის გარდა არაფერი არ გაქვთ საკეთებელი, მაშინ, როცა თქვენი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხელს გადებთ უმძიმეს დანაშაულებრივ ქმედებაში და ბრალს გდებთ, რომ ჩადენილი გაქვთ მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული. ეს უნდა გაარკვიოთ თქვენივე პროკურატურაში და თქვენივე გუნდში, რომელიც არის ამ ტიპის კრიმინალური გარჩევების ეპიცენტრი,” – ამბობს ირაკლი კუპრაძე.

კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი, თენგო თევზაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდს, უნდა კონკრეტულ თემაზე დისკუსია და განხილვები სხვა მიმართულებით წავიდეს.

უნდათ, რომ გაბლარონ თემა, დისკუსია და განხილვები წავიდეს სხვა მიმართულებით, სხვა შემთხვევაში ნიკა გვარამიას, ირმა ინაშვილის, თუ სხვების დაბარების საფუძველს და აზრს ვერ ვხედავ. უნდათ რომ დაამკვიდრონ შიში, რომ ადამიანებმა საბოლოო ჯამში არ დააფიქსირონ მსგავს, ბუნდოვან თვითმკვლელობებზე, თუ მკვლელობებზე პოზიცია,” – თქვა თენგო თევზაძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლაშა ფარულავა აღნიშნავს, რომ “სიყალბე, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა წამოიწყო” მიზნად ისახავს ერთ რამეს – “როგორმე ამ ბრალდებებისგან თავი აარიდონ კობახიძემ და მდინარაძემ”.

ივანიშვილის რეჟიმის გამოძიება, ეს სიყალბე, რომელიც ახლა წამოიწყეს და ფარისევლობა, ემსახურება ერთ მიზანს – როგორმე ამ ბრალდებებისგან თავი აარიდონ კობახიძემ და მდინარაძემ. სინამდვილეში, ამ ყველაფრის სათავეში, მთავარი დირიჟორი არის ივანიშვილი, ივანიშვილის კორუფციული, კრიმინალური რეჟიმი არის მთავარი საფრთხე ჩვენი საზოგადოებისთვის,” – აღნიშნა ლაშა ფარულავამ.

პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, “ოცნება” დღის წესრიგს ვეღარ ქმნის და “მათი ყოფილი და მოქმედი წევრების მხრიდან ერთმანეთის ჩაშვებები და დასმენებიღა” დარჩა.

საბოლოო ჯამში, ეს ისევ სანახაობის ნაწილი მგონია და არ მგონია, რომ ამას რაიმე ხელშესახები მოჰყვეს, რადგან სხვა დღის წესრიგს უკვე ვეღარ ქმნის “ოცნება”, ერთადერთი დარჩა მათი ყოფილი და მოქმედი წევრების მხრიდან ერთმანეთის ჩაშვებები და დასმენები და ეს ქართველ ხალხს ძალიან ნათლად და კარგად აჩვენებს მათ ნამდვილ სახეს,” – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გივი მიქანაძემ პირველკლასელ შვილს სასკოლო ფორმა შეუძინა
  • “საერთოდ არ ვიცი, ვინ არის ლაზარე ჯორბენაძე, ვწუხვარ, რომ გარდაცვლილია” – რას ამბობს ნიკა გვარამია
  • ეროვნული კინოცენტრი „ოსკარზე“ საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმს – „გურია“ წარადგენს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge