ნასაკირალში, პენსიონერის წამებით მკვლელობაში ბრალდებული გოგიტა ელიაძის სახლი, გარდაცვლილის ახლობლებმა და მეზობლებმა სრულად გაანადგურეს.
18 აგვისტოს ღამეს, ბრალდებული სოფელ ნასაკირალში პენსიონერი ქალის სახლში განზრახ მკვლელობის მიზნით ფარულად შეიჭრა.
მან სახლში მარტოდ მყოფ ქალს ცივი იარაღით სიცოცხლისთვის საშიში, მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ ბრალდებული მესამე დღეს დააკავა.
„სამართალმა იზეიმა, ცივსისხლიანი მკვლელი დაკავებულია. მადლობა შსს საგამოძიებო ჯგუფს მკვლელი არის გ. ე.-ძე, რომელიც შეიპარა ჩემი ძმის სახლში და ვერაგულად, აუღწერელი სისასტიკით სიცოცხლეს გამოასალმა ჩემი რძალი მარგო ზოიძე.
ჩვენი მწუხარება ცოტათი შემსუბუქდება, რადგან მკვლელი დაკავებულია. ოჯახი დაცლილია, მას პოლიცია იცავს. სადაც ცხოვრობენ, იმ ეზოში იქნება მხოლოდ ჭინჭარი, დალპება და ჩამოიშლება.
კიდე ერთხელ მადლობა შსს-ს, აწი მოისვენებს ჩვენი გარდაცვლილის სული. მკვლელი არის გვერდით კორპუსში მცხოვრები, გარდაცვლილის სუფრაზე გაზრდილი“, – ამბობს ოჯახის ახლობელი ტარიელ გიორგაძე.
„ჩემი დის მკვლელი, რომელიც იმ დღეს გაიძახოდა, მე რატომ არ გამაღვიძეს, გადავხტებოდი ფანჯარაშიო, თურმე ეგ იყო გადამხტარი და ჩემს დაიკოს 60 ჭრილობა არ აკმარა და ყელი გამოჭრა. მადლობა ოზურგეთის პოლიციის თანამშრომლებს“, – წერს მანანა გირკელიძე.
