“მეგობრებო, ძალიან ბევრი მწერთ ვინმე ირაკლი ჯანყარაშვილის შესახებ. ეს არის ადამიანი, რომელიც თავს ირჩენს შემდეგნაირად: ფულის სანაცვლოდ იღებს შეკვეთებს, რომ ლანძღოს ადამიანები.
ამ ადამიანს შეუძლია 200 ლარად ნებისმიერის შესახებ დაწეროს ათასგვარი სიბინძურე. ასე ირჩენს თავს. არ აქვს არც პროფესია,არც განათლება,არც სინდისი, არც ღირსება” – ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
ადვოკატის თქმით, ეს პიროვნება მისი გაშავებითაა დაკავებული. როგორც ტარიელ კაკაბაძე ამბობს, ირაკლი ჯანყარაშვილს პოსტების წერაში თანხას უხდის ოთარ ფარცხალაძის მეგობარი, თანამებრძოლი და ასევე რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრი – მამუკა ფიფია.
“ახლა დავალებული აქვს ჩემი გაშავება. პირად საუბრებში მიდასტურებს პატივისცემას, მაქებს და მადიდებს, იგივეს აკეთებს თავის მეგობრებთან, მაგრამ მაინც წერს ჩემზე საშინელ პოსტებს. აქვს დავალება, რადგან ამაში იღებს ფულს და არც მალავს ამას.
ეს პიროვნება წლების განმავლობაში აპიარებს და ადიდებს ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს. დებს მის მაქებარ პოსტებს და გულშემატკივრობს მას.
შეგახსენებთ, რომ ოთარ რომანოვ ფარცხალაძე არის ბრალდებული ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შეკვეთის მუხლით და მას ემუქრება უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამ საქმეში მე ვიცავ ლევან ჯანგველაძის ოჯახის ინტერესებს.
ოთარ რომანოვ – ფარცხალაძე ასევე არის სხვადასხვა უმძიმეს დანაშაულებში ბრალდებული პირი და შეფარდებული აქვს პატიმრობა. ჯანგველაძის მკვლელობის შეკვეთის საქმის განხილვა არსებით ეტაპზეა გადასული და სწორედ ამ ბოლო დროს გააქტიურდა ეს ყველაფრისმკადრებელი არარაობა, რომელიც ყოველდღე ათასგვარ სიბინძურეს წერს ჩემზე. მას აქვს დავალება რომ მოახდინოს ჩემი,როგორც ადვოკატის დისკრედიტაცია.
ადამიანის დამფინანსებლებს მინდა ვუთხრა: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ოთარ ფარცხალაძის მიმართაც დადგება შესაბამისი განაჩენი- უვადო თავისუფლების აღკვეთა.
ასევე განაჩენი დადგება ყველა სხვა უმძიმესი დანაშაულებრივი ქმედებების გამო: ტრანსნაციონალური დანაშაული, ქოლ-ცენტრების საქმე, ფსიქოტროპული ნარკოტიკების საქმე, ფულის გათეთრების საქმე და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ ოთარ რომანოვ ფარცხალაძე არის რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრი. ჩემი ინფორმაციით, ჯანყარაშვილს პოსტების წერაში თანხას უხდის ფარცხალაძის მეგობარი, თანამებრძოლი და ასევე რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრი- მამუკა ფიფია.
ეს არარაობა (ჯანყარაშვილი) აცხადებს რომ პოსტების წერას (ადამიანების გაშავებას) უკვეთავს “ქართული ოცნება”, ჩემს გაშავებას კი ჩემი მოწინააღმდეგე მხარე.
სინამდვილეში ეს ყველაფერი მოდის ოთარ რომანოვ-ფარცხალაძისგან! ჯანყარაშვილი თავს ასაღებს ოცნების აგიტატორად მაშინ, როდესაც ქართულმა ოცნებამ მისი დამფინანსებელი- ოთარ ფარცხალაძე უამრავ დანაშაულში ამხილა და მალე უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესჯება.
საზოგადოება ყველაფერს ხვდება და ამიტომაც მისივე პოსტებზე 99% მასვე ლანძღავს.
ჩემთვის ბედნიერებაა, რომ ასეთი ბინძური ადამიანი მებრძვის.
ბოლო დღეებში ძალიან ბევრმა ადამიანმა მირჩია, რომ მიმეცა მისთვის თანხა და ჩემს ქებას დაიწყებდა, თუმცა მე არ მჭირდება, რომ ასეთმა ბინძურმა ადამიანმა მაქოს.
აღნიშნულ პოსტს კომენტარებში დავურთავ “სქრინებს”, რომლითაც ნათელი წარმოდგენა შეგექმნებათ ამ არარაობაზე. ასევე მიხვდებით, თუ ვინ უკვეთავს ჩემს წინააღმდეგ ამ სიბინძურეებს” – წერს კაკაბაძე.
