Thursday, September 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ადვილად მივხვდებით, რა ტიპის მაფიოზური სისტემა ყალიბდება ქვეყანაში…” – რას წერს რომან გოცირიძე

September 3, 2026
“ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ცნობილი წევრის შვილი კალაძის საარჩევნო შტაბში აღმოჩნდა” – რას წერს რომან გოცირიძე

ადვილად მივხვდებით, რა ტიპის მაფიოზური სისტემა ყალიბდება ქვეყანაში… – რას წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

“„ნიუ-იორკ პოსტის“ ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა ამერიკაში თავისი ვილა, 51,5 მილიონ დოლარად გაყიდა. მოდით, ეს ინფორმაცია ივანიშვილთან მორიგებით დასრულებული დავისა და ქვეყანაში მიმდინარე დაჭერების კონტექსტში შევაფასოთ.
როგორც ბაჩიაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა განაცხადა, მისი ყოფილი კლიენტის ადგილსამყოფელი საიდუმლოა. რატომ არის ეს საიდუმლო, გაუგებარია. როგორც ჩანს, ივანიშვილმა პირადი ტყვე გაათავისუფლა და ის ახლა უცხოეთში იმყოფება. ქონების გაყიდვა და ამ თანხის მის ანგარიშებზე აკუმულირება იმაზე მიუთითებს, რომ ის ივანიშვილისგან საფრთხეს არ ელოდება. რა აძლევს მას ამის გარანტიას, უცნობია. ან რა აძლევს ივანიშვილს იმის გარანტიას, რომ ბაჩიაშვილი უცხოეთში არ ალაპარაკდება, ესეც უცნობია.
ბაჩიაშვილის მიმართ არაერთი მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი, მათ შორის-მისი დუბაიდან გატაცება. მას სურს თუ არა, ამ საქმეზე სასამართლოში ბევრი რამის მოყოლა მოუწევს.
მოდით, ახლა განვიხილოთ, რა მოცულობის სადავო თანხაზე იყო საუბარი და როგორ წარმოიქმნა საზღვარგარეთ ის ქონება, რომლის ერთი ნაწილის რეალიზაციის შესახებაც ახლა შევიტყვეთ.
სასამართლო განხილვებიდან ირკვევა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ფლობდა დაახლოებით 9 000 ბიტკოინს. მათი ღირებულება პიკზე 1,1 მილიარდ დოლარს შეადგენდა, დღევანდელი მდგომარეობით კი დაახლოებით 700 მილიონ დოლარს უტოლდება. ბაჩიაშვილის განცხადებით, ივანიშვილი მისგან ამ ბიტკოინების ნახევარს ითხოვდა. ვინაიდან მოლაპარაკება ვერ შედგა, ბაჩიაშვილი ქვეყნიდან გაიქცა.
2025 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს დაახლოებით 9 000 ბიტკოინის დაბრუნება დააკისრა. რამდენი ბიტკოინი გადასცა მან საბოლოოდ ივანიშვილს, უცნობია. თუ გავითვალისწინებთ პატიმრობის პერიოდში მასზე განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ალბათ, არავის გაუკვირდება, თუ აღმოჩნდება, რომ ეს რაოდენობა ნახევარზე ბევრად მეტი იყო.
თუ მან ამ კრიპტოვალუტის რაოდენობის მხოლოდ 20 პროცენტი მაინც მიიღო, მისი ქონება მხოლოდ ამ აქტივიდან, დღევანდელი ღირებულებით, 140 მილიონ დოლარს აღემატება. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ მას უფრო მეტი დარჩა, მათ შორის საზღვარგარეთ არსებული უძრავი ქონებაც.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ გიორგი ბაჩიაშვილი, სავარაუდოდ, საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სადღაც თხუტმეთეულში იმყოფება. ეს ბიტკოინები რომ შერჩენოდა, უპირობოდ ნომერ მეორე იქნებოდა.
რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა არც მისი ქონების სიდიდე გვაინტერესებს და არც მისი წარმომავლობის წყაროები. ამ ისტორიის განხილვისას, ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან (დაჭერებთან) კონტექსტში, ადვილად მივხვდებით, რა ტიპის მაფიოზური სისტემა ყალიბდება ქვეყანაში.” – წერს რომან გოცირიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ძალიან ბევრი მწერთ ვინმე ირაკლი ჯანყარაშვილის შესახებ… დავურთავ “სქრინებს”, რომლითაც ნათელი წარმოდგენა შეგექმნებათ” – რა ინფორმაციას ავრცელებს ტარიელ კაკაბაძე
  • “ლაზარე ჯორბენაძის არსებობის შესახებ მისი გარდაცვალების შემდეგ გავიგე, მასთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ გამიკეთებია”- რას ამბობს გია ხუხაშვილი
  • მცხეთაში ერთ-ერთ ქუჩას პატრიარქ ილია მეორის სახელი მიენიჭა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge