ცოტა ხნის წინ ირაკლი მაქაცარიას და ლიზა ჩიჩუას ქორწილის ფოტოგრაფმა დავით ჭალიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მანსპინძლებს აკრიტიკებდა.
აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელში, ორი ცნობილი ფოტოგრაფი – ზაქარია ჭელიძე და ლაშა ღუღუნიშვილი გამოუხმაურნენ.
ლაშა ღუღუნიშვილი: “პორტუგალიაში ქორწილი გადავიღე, სტუმრებზე მაგრად მე „მაგულავეს“.
ჭამაზე არაა აქ საუბარი. დილიდან ადამიანი რომ შრომობს, ერთი საათი დასვენება მაინც ეკუთვნის. ხელოსანი რომ მყავს სტუმრად, იმასაც კი ვუმასპინძლდები. პატივისცემის ამბავია.”
ზაქარია ჭელიძე: “დილიდან ვკითხულობ პოსტებს, თან ისეთი ადამიანებისგან, ვინც ხელოვნების სფეროშია.
არ მიკვირს თქვენგან არა კოლეგიალობა და ლანძღვა და ქულების წერა!
ჩემი მხარდაჭერა თითოეულ ფოტოგრაფს, ვიდეოგრაფს, მუსიკოს, მოცეკავეს, მსახიობს, ხმის რეჟისორს, გამნათებელს, მზარეულს, მიმტანს, ვინც ამ თქვენ მნიშვნელოვან დღეს დღესასწაულად აქცევს!
ესენი არიან ადამიანები, რომელიც ხელისგულზე უნდა ატაროთ.
აბა, არ იყოს ეს ადამიანები, ვნახავდი, ვინ იქნებოდით.
არ შეიძლება ასე, არა !
ეს დამოკიდებულება ხშირია ძალიან და აქ საჭმელზე არავინ საუბრობს! არავის სჭირდება თქვენი საჭმელი.
ეს არის დამოკიდებულება და “უჟასი” დამოკიდებულება.
დანარჩენი ენას ძვალი არ აქვს, აბა, წავიდა.
მარა ზუსტად ვიცი, დღეის შემდეგ სხვანაირად იფიქრებთ.
ლაიქებზე მნიშვნელოვანი რაღაცეებიც არის ცხოვრებაში.
ყველას ბედნიერებას ვუჭერ მხარს მე. ვლანძღოთ ერთმანეთი, საერთოდ არ მგონია სწორი. და ვწეროთ საშინელებები, ეს საერთოდ.
წყვილს მე არ ვეხები და ბედნიერები იყვნენ მუდამ.
ყველა, ვინც მღერის, ცეკვავს, იღებს თუ ბოლს უშვებს, ეს მთავარი ხალხია და მათი გამორჩენა წარმოუდგენელია.”