Wednesday, September 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“გვარამია იქნება, სააკაშვილი, ბარამიძე თუ სამადაშვილი, მათი განცხადებები მიმართულია მიზნისკენ, რომ დაძაბულობის ის ხარისხი შეიქმნას, რომელიც ქართულ საზოგადოებაშიც მოიტანს მძიმე შედეგს” – გია ვოლსკი

September 2, 2026
“სასულიერო პირები პოლიტიკურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ” – ვოლსკი მეუფე იაკობს პასუხობს

ყოფითი ურთიერთობები, რომლებიც აფხაზებსა და ქართველს შორის იყო, გარკვეული პრობლემებით ხასიათდებოდა, მაგრამ ეს იმ პოლიტიკის წინააღმდეგ რაიმე ბარიერს არ განაპირობებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არ არის წამოსროლილი ან სისულელით განპირობებული.

„გეგმაზომიერი სტრატეგიაა, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოების შეგუებას იმ ფაქტთან, რომ ომში ჩართვა აუცილებელია და ამ ომმა საბოლოოდ ის უნდა მოიტანოს, რომ, მათი აზრით, საძულველი აფხაზი საზოგადოება უნდა დამარცხდეს და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ ამ გზით მოხდეს. სიღრმისეული ანალიზია საჭირო, რისი გამოცდილებაც საზოგადოებას აქვს, რადგან ხედავენ, ერთს ამბობენ და მეორეს გულისხმობენ, საბოლოო ჯამში კი, ქვეყნის დამარცხების პოლიტიკა აქვთ სააკაშვილის მეთაურობით ჯგუფს. გვარამია იქნება, სააკაშვილი, ბარამიძე თუ სამადაშვილი, მათი განცხადებები მიმართულია მიზნისკენ, რომ დაძაბულობის ის ხარისხი შეიქმნას, რომელიც ქართულ საზოგადოებაშიც მოიტანს მძიმე შედეგს და, პრაქტიკულად, უშველებელ ბარიერს შექმნის, რათა აფხაზებსა და ქართველებს შორის არანაირი ნდობის პროცესი არ განვითარდეს. ვერ ვიტყოდი, რომ ეს პროცესი ინტენსიურად და დიდი მასშტაბით მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენთვის სტრატეგიული ამოცანა სწორედ ნდობის ატმოსფეროს შექმნაა. ამ მხრივ, ბევრი პოზიტიური ნაბიჯია გადადგმული, რაც ომის პარტიისთვის კატეგორიულად მიუღებელია. შეკვეთა, რომელსაც ვაიპოლიტიკოსები და უსამშობლოები იღებენ, ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია და ამ პოზიციას სააკაშვილი ახმოვანებს, არანაირი შერიგება არ უნდა მოხდეს, ომში უნდა იყოს საქართველო ჩართული, თუნდაც ნგრევის ხარჯზეო. ეს არათუ დამაზიანებელია, არამედ თაობებს გასწვდება ის უბედურება, რომელსაც ოპონენტები გვთავაზობენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში დაწერა: „ვისაც ჰგონია, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, მაქსიმუმ, 50 000 აფხაზის შემორიგებაზე გადის მხოლოდ, იმას თავში, აზრების ნაცვლად, ტყლაპი აქვს“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თავბრუსხვევა და სისუსტე… თუ ეს სიმპტომები გაქვთ, დღესვე გადაამოწმეთ… – ექიმის გაფრთხილება
  • მეცნიერებმა გაშიფრეს სიგნალი, რომელიც შესაძლოა უცხოპლანეტელებისგან მოდიოდეს
  • იზოლატორში თამაზ ელიზბარაშვილი შეუძლოდ გახდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge