Wednesday, September 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ირაკლი ღარიბაშვილი მოვინახულე მის საცხოვრებელ საკანში, გავეცანი მისი ციხეში ყოფნის პირობებს…” – რა კომენტარს აკეთებსლევან იოსელიანი

September 2, 2026
“ირაკლი ღარიბაშვილი მოვინახულე მის საცხოვრებელ საკანში, გავეცანი მისი ციხეში ყოფნის პირობებს…” – რა კომენტარს აკეთებსლევან იოსელიანი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის მონახულების შემდეგ, ლევან იოსელიანმა კომენტარი გააკეთა.

“ირაკლი ღარიბაშვილი მოვინახულე მის საცხოვრებელ საკანში, გავეცანი მისი ციხეში ყოფნის პირობებს, მათ შორის, ყველა საკითხზე ვესაუბრე, რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, კვებას და ა.შ. ყველაფერზე ამომწურავი ინფორმაცია მივიღე. რაც შეეხება იმ საკითხს, რასთან დაკავშირებითაც ვიყავი შესული, ანუ პაემანთან დაკავშირებით, დიახ, ბატონ ირაკლის განცხადებით, შეთანხმებული იყო წამახალისებელი, მესამე, გრძელვადიანი პაემანი, რომელიც შემდეგ გაუქმდა. თუმცა, ამის შესახებ დამატებით დოკუმენტაციას ან წერილობით მიმართვას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან ეს პაემანი წარმოადგენს ციხის დისკრეციას, ციხის დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილებას. ბატონი ირაკლის განცხადებით, იყო ასეთი დაპირება, თუმცა, ის შემდეგ შეიცვალა.

ასევე ვესაუბრე ციხის ადმინისტრაციასაც, მოვისმინე მათი პოზიციაც. მათ რამე განსაკუთრებული დამოკიდებულება ნეგატიური, ან უარყოფითი, რა თქმა უნდა, არ აქვთ პატიმრის მიმართ. ასევე მათი განწყობაა, რომ ის წამახალისებელი პოლიტიკა, რომელიც გააჩნდათ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, ისევე, როგორც სხვა პატიმრების მიმართ, ეს პრაქტიკა არსებობს ციხეში, რომ წახალისებას იღებს ბევრი პატიმარი, ეს პოლიტიკა გაგრძელდეს მათი მხრიდან. რაც შეეხება იმ პერიოდში რატომ ვერ მოხერხდა ამ პაემნის ჩანიშვნა, ციხის ადმინისტრაციის განმარტებით, ეს უკავშირდება ინფრასტრუქტურულ საკითხებს, რემონტი მიმდინარეობდა იმ რამდენიმე ადგილას, სადაც შეხვედრები ხდება, იმ პერიოდში ამიტომ ვერ მოხერხდა მათი განცხადებით ამ პაემნის ჩანიშვნა. თუმცა, სამომავლოდ, შემიძლია დავადასტურო, რომ ციხის ადმინისტრაციას რამე ტიპის პრინციპული წინააღმდეგობა, რომ ბატონი ირაკლის მიმართ გაგრძელდეს, ის დამოკიდებულება, რომელიც აქამდე ჰქონდა, ანუ ის პერიოდულად იღებდა წამახალისებელ პაემნებს.

ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილების ირგვლივ საუბარი არ გვქონია, არც მას უხსენებია და არც მე დამისვამს ამის ირგვლივ კითხვები. თუ დანაშაულის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, ეს საინტერესო უნდა იყოს საგამოძიებო უწყებებისთვის, როდესაც საგამოძიებო უწყებები გონივრულ ვადაში არ ახდენენ პრობლემის იდენტიფიცირებას, გამოძიებას, ამ შემთხვევაში არის პრაქტიკა, როცა სახალხო დამცველს მიმართავენ და სახალხო დამცველი ინტერესდება, რა არის გაჭიანურების მიზეზი. ყველა კითხვას, რაც ეხება დანაშაულს, შესაბამისმა უწყებამ უნდა მოახდინოს რეაგირება.

რაც შეხება მის საპატიმრო პირობებს, მათ შორის, ადმინისტრაციის მხრიდან მის მიმართ მოპყრობის პირობებს, ამასთან დაკავშირებით მას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. ასეთ რამეს ადგილი რომ ჰქონოდა, დამერწმუნეთ, პირველი ამას ვიტყოდი. რასთან დაკავშირებითაც მას პრეტენზია ჰქონდა, ეს იყო პაემნის გაუქმების ამბავი, რის შესახებაც მოგახსენეთ. ამაზე მეტის თქმა გამიჭირდება“ – განაცხადა იოსელიანმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არა ომით, არამედ მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა – რას ამბობს კახა კალაძე
  • ქვეყანაში ახალი ჯარიმები დაწესდება – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი მუხლების დამატება იგეგმება
  • რიყის ქვაფენილი 3 ფენიანი ასფალტის საფარით ჩანაცვლდება – მერიამ ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია დაანონსა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge