Thursday, September 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ამ ტიპის განცხადებები, როცა ერთხმად ირაკლი ღარიბაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და ქვეყნის მტრები ერთად ლაპარაკობენ, ძალიან მძიმე სანახავია – რას ამბობს კახა კალაძე

September 2, 2026
ამ ტიპის განცხადებები, როცა ერთხმად ირაკლი ღარიბაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და ქვეყნის მტრები ერთად ლაპარაკობენ, ძალიან მძიმე სანახავია – რას ამბობს კახა კალაძე

ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად – ფაქტით, რომელიც არის დადასტურებული სუიციდი, სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილს, სადაც ის უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების გარემოებებზე საუბრობს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ირაკლი ღარიბაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და ქვეყნის მტრები ერთად ლაპარაკობენ, ძალიან მძიმე სანახავია“.

„ძალიან რთულია და მიჭირს, არ მსიამოვნებს საუბარი, როდესაც ყოფილ თანაგუნდელს ეხება. ის არის ყოფილი თანაგუნდელი, რომელსაც აღიარებული აქვს ის ბრალი, რაც წაუყენეს და ამისთვის იხდის სასჯელს. შემდეგ გაკეთებული განცხადებები, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, ეს არის ჩემთვის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები. იგივე კონკრეტული ფაქტი, რომელიც არის დადასტურებული სუიციდი, ამ ფაქტით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად.

ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ირაკლი ღარიბაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და ქვეყნის მტრები ერთად ლაპარაკობენ, ძალიან მძიმე სანახავია. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები, მეტი არაფერი.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სხვადასხვა რაღაცაზე ისაუბროს. მაგრამ ეს ვერ იქნება საფუძველი იმისა, რომ გამოძიება დაიწყოს. რაღაც ხომ უნდა არსებობდეს, ფაქტი, მტკიცებულება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ყველაფერზე ისაუბროს, მითუმეტეს როცა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ. ბევრჯერ გვინახავს ამ ტიპის პოლიტიკური სპეკულაციები, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ყველაფერი ცხადი და ნათელია.

რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის საქმეს, მგონი, ყველაფერი ცხადი და ნათელია. თორნიკეს ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო. მაგრამ წერილით რაც მისი მხრიდან იქნა დაწერილი, ყველაფერი ცხადი და ნათელია“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ახსენებს ყოფილ თანაგუნდელებს – პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე განაცხადა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ საზოგადოება უკვე დარწმუნდა, რომ მისი მიერ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც მისივე თქმით, მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა, ნამდვილია და მასში დასახელებული ფაქტები სიმართლეს შეესაბამება.

ექსპრემიერის თქმით, მამუკა მდინარაძემ „ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არამხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა”.

„თუმცა, საზოგადოებას მინდა გავაცნო ჩემი პოზიცია: მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს”, – აღნიშნავს ყოფილი პრემიერი.

ასევე, ირაკლი ღარიბაშვილი ვრცელ წერილში სვამს კითხვას, “რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?” და ამბობს, რომ საზოგადოებაში “დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიზე ვილა 51.5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა – NYPOST
  • 3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
  • როგორი ამინდი იქნება სექტემბერში – სინოპტიკოსების პროგნოზი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge