შალვა პაპუაშვილი მისივე ყოფილ თანაგუნდელს, “ქართული ოცნების” ორგზის პრემიერ-მინისტრს პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს.
“ქართული ოცნების” ლიდერი, ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალურ წერილს დღეს, 2 სექტემბერს გამოეხმაურა და თქვა, რომ პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერი ცდილობს, სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანოს”.
რაც შეეხება ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საკითხს, პაპუაშვილი აცხადებს, რომ “სხვადასხვა პიროვნებების ტრაგედიების გამოყენება ხდება პოლიტიკური ინსინუაციებისთვის”.
საეჭვო თვითმკვლელობებზე ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ რიგით მეხუთე წერილში ისაუბრა.
“მდინარაძე-კობახიძის მმართველობის დროს არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები და მე საჯაროდ ვსვამ ამ კითხვებს” – წერს ღარიბაშვილი წერილში.
ერთადერთი ვისაც ექს-პრემიერი წერილში აკონკრეტებს ეს ლაზარე ჯორბენაძეა – გაზეთ “ასავალ-დასავალის” რესპოდენტი, რომელიც ორ თებერვალს ჟურნალიტს დიტო ჩუბინიძესთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს
დავით გარეჯის გაყიდვაში სდებს ბრალს, შემდეგ კი მას გარდაცვლილს პოულობენ.
ცნობისთვის, ლაზარე ჯორბენაძე აპრილის თვეში გარდაცვლილი იპოვეს. უფლებადამცველი 2026 წლის 2 თებერვალს “ასავალ დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით იხილა აზერბაიჯანთან
გაფორმებული დოკუმენტი დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელზეც ირაკლი კიბახიძის ხელმოწერა იყო დასმული.
