Wednesday, September 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ეს არის ივანიშვილის პირადი კომფორტის და შეფასებების მიხედვით მიღებული საკადრო გადაწყვეტილებები” – ანა ბუჩუკური

September 2, 2026
“ეს არის ივანიშვილის პირადი კომფორტის და შეფასებების მიხედვით მიღებული საკადრო გადაწყვეტილებები” – ანა ბუჩუკური

გახარიას გუნდის წევრი ანა ბუჩუკური „ქართული ოცნების“ შიგნით მიმდინარე დაპირისპირებას „სერიალს“ უწოდებს და ვარაუდობს, რომ მხარეები ერთმანეთის წინააღმდეგ ახალ ბრალდებებს გაასაჯაროებენ. მისი შეფასებით, მამუკა მდინარაძის შემდეგ სამიზნე შესაძლოა ირაკლი კობახიძე გახდეს, თუმცა ბუჩუკური საკადრო ცვლილებებს ირაკლი ღარიბაშვილის წერილებს პირდაპირ არ უკავშირებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილებები ბიძინა ივანიშვილის „პირადი კომფორტისა და შეფასებების“ მიხედვით მიიღება.

“ფაქტობრივად, ჩვენ გვაყურებინებენ სანახაობას, პატრონიც მათ შორის, გვაყურებინებს სანახაობას, როგორ ჭამენ ერთმანეთს – ერთგვარი სერიალია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სერიალი აუცილებლად გაგრძელდება. მათი მიზანი ალბათ არის რაღაც გამოძრომა, თავის გადარჩენა, არ ვიცი. საცოდაობაა ახლა რასაც ვუყურებთ, ეს არის სერიალი. მოლოდინი მაქვს, რომ დააბრალებენ ერთმანეთს ყველაფერს.

მდინარაძე ხელმწიფის კარზე არასდროს ყოფილა პოპულარული, ის ყოველთვის აფილირდებოდა ირაკლი კობახიძესთან. შესაბამისად, მე მაქვს მოლოდინი, რომ კობახიძე იქნება შემდეგი. ამას, ამ წერილებთან, ამ ჟანრთან არ მგონია, რომ კავშირი ჰქონდეს. ეს არის ივანიშვილის პირადი კომფორტის და შეფასებების მიხედვით მიღებული საკადრო გადაწყვეტილებები” – ამბობს ანა ბუჩუკური.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს რიგით მეხუთე განცხადება გაავრცელა, რომელშიც პირველად ახსენა ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძესთან ერთად და ორივე ქვეყნისთვის, ადამიანებისა და „ქართული ოცნებისთვის“ მიყენებულ ზიანში თანამონაწილედ დაასახელა. ღარიბაშვილი ასევე ეჭვქვეშ აყენებს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ვერსიას – კაცის, რომელიც „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ღარიბაშვილს დადებითად, კობახიძეს კი კრიტიკულად აფასებდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოს რკინიგზას კადრების დეფიციტი და დაბერების საფრთხე ემუქრება
  • ადვოკატის განცხადებით, თამაზ ელიზბარაშვილის სახლისა და პირადი ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცავებს კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ
  • თბილისში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge