Tuesday, September 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

September 1, 2026
ზელენსკი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ქართულ ენაზე ულოცავს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო პარტნიორებსა და იმ ავიაკომპანიებს მიმართა, რომლებიც რუსეთის ქალაქებში ფრენებს ასრულებენ და განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის კამპანიას იწყებს.

„დღეს გვინდა, გავაფრთხილოთ ყველა ავიაკომპანია, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცეს იყენებს, ყველა, ვინც ჯერ კიდევ სარგებლობს რუსეთის ძირითადი აეროპორტებით: რუსეთის საჰაერო სივრცე ძალიან სახიფათო ხდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა, ზოგადად, არცერთი სამოქალაქო თვითმფრინავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

„უბრალოდ, რუსეთის ცაზე დრონები იმდენად ბევრი იქნება, რომ ამას ყურადღება სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება ამის შესახებ სათანადოდ არ ავრცელებს ინფორმაციას, ფაქტობრივად, რუსეთის საჰაერო სივრცე დაიხურება – რუსეთის მიერ დაწყებული ომი მის საჰაერო სივრცეს კეტავს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევს უდანაშაულო ადამიანების დაღუპვა არ სურს. სწორედ ამიტომ, მისი განცხადებით, უკრაინა პარტნიორებს რუსეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ აფრთხილებს.

„რუსეთის ცაზე უსაფრთხო მომენტები დასრულდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს მოისმინონ როგორც უკრაინაში მომუშავე ქვეყნების ელჩებმა, ისე მოსკოვში მომუშავე ელჩებმა. თითოეულმა მათგანმა ზუსტად იცის, რას ნიშნავს რუსეთის ომი ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის და ეს ინფორმაცია საკუთარ დედაქალაქებს უნდა მიაწოდონ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ეს ინფორმაცია იმ ავიაკომპანიებამდეც მივიდეს, რომლებიც ამჟამად რუსეთის აეროპორტებში, პირველ რიგში კი მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და რუსეთის სხვა ქალაქების მიმართულებით ფრენებს ასრულებენ.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საერთაშორისო ორგანიზაციებს რუსეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ სრულ ინფორმაციას მიაწვდიან.

„დრონებს შორის სამოქალაქო ავიაციის ადგილი არ არის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს
  • “არ გამოვრიცხავ, რიჟვაძის ალაპარაკებას” – “ოცნების“ ყოფილი ლიდერი
  • “წამაქციეს, ღვიძლში მირტყეს ფეხები”- თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მას პოლიციელებმა სცემეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge