მიკროტალღური ღუმელი, რომელიც მრავალი წელია ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, სწორი გამოყენების შემთხვევაში ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამ საკითხზე ვიდეოგანმარტება სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა, ირაკლი არაბულმა გაავრცელა.
„მეტალის ჭურჭლის აკრძალვა: მიკროტალღურ ღუმელში საკვების გაცხელება რკინის/მეტალის ჭურჭლით კატეგორიულად დაუშვებელია. პლასტმასის შემადგენლობა: პლასტმასის ჭურჭლის გამოყენებისას დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ის სპეციალურად მიკროტალღური ღუმლის მაღალი ტემპერატურისთვის არის განკუთვნილი. თანაბარი გაცხელება: საკვები თანაბრად უნდა გაცხელდეს, რათა სითბომ პროდუქტის ყველა ნაწილამდე მიაღწიოს“,- აღნიშნავს არაბული.
