თბილისში დაღუპული აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს – დაურ ბუავა 28 აგვისტოს ნაქირავებ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. დაურ ბუავა 2021 წელს ტყვარჩელიდან თბილისში ჩამოვიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. 2022 წელს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა მას „სახელმწიფოს ღალატისთვის“ ბრალი წაუყენა. ბუავას გადაღებული ვიდეოების დიდი ნაწილი ქართულ-აფხაზური მეგობრობის თემაზე იყო და ის აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსით არსებობაზე საუბრობდა ბუავას გარდაცვალების საქმეზე 3 პირია დაკავებული. მას ხვალ მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
