აქციაზე დაკავებული დენის კულანინის მხარდასაჭერად მიგრაციის დეპარტამენტთან აქცია გაიმართა – კულანინი 2025 წლის 28 მარტს პარლამენტთან აქციაზე დააკავეს. რამდენიმე დღის წინ კი ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა სიაში მოხვდა. კულანინი საქართველოს მოქალაქე არ არის, შესაბამისად ის დეპორტაციას დაექვემდებარა და მიგრაციის დეპარტამენტში გადაიყვანეს.
