” ტვ პირველის” ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა. კერძოდ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლევან იოსელიანი ხვალ შეხვდება და მეტს მოისმენს მცირეწლოვან შვილებთან ჩანიშნული ხანგრძლივი პაემნის გაუქმების შესახებ.
ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერმა ლევან იოსელიანთან შეხვედრა გუშინ, 31 აგვისტოს მოითხოვა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ” ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა. ლილი გელაშვილმა ომბუდსმენს მოუწოდა ის, ან მისი რომელიმე წარმომადგენელი ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში შესულიყვნენ.
ღარიბაშვილის უფლებადამცველების თქმით, ” ქართული ოცნების” ყოფილ მაღალჩინოსანს მცირეწლოვან შვილებთან ხანგრძლივი პაემანი 26 აგვისტოს ჰქონდა ჩანიშნული, თუმცა გაუუქმეს.
