ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში მომხდარი მკვლელობის შესახებ “პირველებისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი – წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 63 წლის ნარგული ზოიძის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს შემთხვევის ადგილიდან ფული არ წაუღია.
მოკლული პენიონერის ოჯახის წევრები TV პირველს უყვებიან, რომ ზოიძემ სავარაუდოდ, თავდამსხმელი იცნო და წინააღმდეგობა გაუწია.
“პირველების” წყაროს ცნობით, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კაცი არ გაქცეულა და ჭირისუფალთან სიახლოვეს ტრიალებდა.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 50 წლამდე კაცს ხელბორკილები მას შემდეგ დაადეს, რაც მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილ ხელთათმანზე ბრალდებული კაცის დნმ აღმოჩნდა.
ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, კაცი წლების წინ, მეზობლის ქურდობის ბრალდებით დააკავეს, თურმა მან საპყრობილე მალევე დატოვა.
რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ სოფელ ნასაკირალში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით მოკლული 63 წლის ქალის მეზობელი დააკავეს. “პირველების” ინფპრმაციით, კაცი, რომელმაც გამოძიების ვერსიით, პენსიონერი დააყაჩაღა და შემდეგ ყელი გამოჭრა, წუხელ აიყვანეს.
ამ წუთები დაკავებულის საცხოვრებელ სახლს პოლიცია იცავს, რადგან არსებობს მოლოდინი, რომ ნოკლულის ოჯახი მის გადაწვას გეგმავს.
სოფელ ნასაკირალში სასტიკი მკვლელობა 28 აგვისტოს მოხდა – ოჯახის ახლობლების თქმით, ერთ-ერთი ვერსიით, უმძიმესი დანაშაული ფულის გამო მოხდა.
ირკვევა, რომ მარგო ზოიძე მკვლელობის ღამეს სახლში მარტო იყო.
