მედია ექსპერტი ნინო დანელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ირაკლი კობახიძეს მიმართავს:
“ირაკლი კობახიძე მრცხვენია, რომ ამდენი წელია თუნდაც ფორმალურად ჩემი ქვეყნის სათავეში ხარ, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში უღირს მონად მიმაჩნიხარ. ყველაზე საცოდავი, ყველაზე დაკომპლექსებული, ყველაზე უღირებულებო, ყველაზე ნაგავი პოლიტიკოსი ხარ. КГБ-ს ტუტორიალით რომ მოძრაობთ შენ და ქვეყნის გამყიდველი შენი საძმო, ამას არახამიას ინტერვიუ რად უნდა, გადასარევად იცის ყველამ, ვისაც ოდნავ მაინც შეუძლია აზროვნება და ოჯახში ასწავლეს რა არის ქვეყნისთვის თავდადება vs კონფორმიზმი, თავისუფლება და ღირსება vs მთავრობის კარმუშკაზე ყოფნა. შენ ამას ვერ გაიგებ. მინდოდა მედიის უხერხულ, თუნდაც მტრულ კითხვებზე პროფესიული კომუნიკაციის რჩევები დამელინკა, მაგრამ ვერც ამას გაიგებ, ასე რომ “იგრიალე” სანამ გაგივა. მჯერა, რომ დიდი დრო აღარ გიწერია. შე მართლა სამარცხვინო პოლიტიკოსო და სამარცხვინო კაცო!” – წერს დანელია