საჩხერეში, ტრაგიკულად დაღუპული კაცი „სარაგბო კლუბ „ჯრუჭის“ ყოფილი მოთამაშე, ლაშა (პანდა) გრძელიშვილია. ამის შესახებ „საზოგადოება საჩხერელის“ ფეისბუკ გვერდიდან ხდება ცნობილი.
„სარაგბო კლუბ „ჯრუჭის“ ყოფილი მოთამაშე, ლაშა გრძელიშვილი თევზაობის დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
ახალგაზრდა, ენერგიული და სიცოცხლით სავსე ადამიანი, რომელსაც მთელი მომავალი წინ ჰქონდა, ხვალ, 1-ელ სექტემბერს 31 წლის გახდებოდა.
საჩხერეში დატრიალებულმა ამ უმძიმესმა ტრაგედიამ ყველას გული დაწყვიტა და დიდი სიცარიელე დატოვა.
თანავუგრძნობთ ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს ამ უდიდესი ტკივილის ჟამს.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
