Monday, August 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ვერ გავემიჯნები ვერაფერს, რისი მონაწილეც არ ვარ…” რას ამბობს პაპუაშვილი “უცნობის” ვიდეოზე

August 31, 2026
“ვერ გავემიჯნები ვერაფერს, რისი მონაწილეც არ ვარ…” რას ამბობს პაპუაშვილი “უცნობის” ვიდეოზე

“მე ვერ გავემიჯნები ვერაფერს, რისი მონაწილეც არ ვარ და არც შეიძლება ვიყო”, – ასეთია შალვა პაპუაშვილის განცხადება კითხვაზე, გაემიჯნება თუ არა ის ნანი ბრეგვაძე “ოცნების” მხარდამჭერის, გია გაჩეჩილაძის”უცნობის” მიერ შექმნილ ვიდეოს.

“ოცნების” პროპაგანდისტმა “უცნობმა” ნანი ბრეგვაძეს და ფესტივალ Open Air-ს AI-ის მიერ გაკეთებული ვიდეო-რგოლით “დასცინა”.

“მე ზოგადად, და ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, ზოგადად ვისურვებდი, რა თქმა უნდა, რომ ჩვენს საზოგადოებაში იყოს უფრო მეტი კეთილგანწყობა ერთმანეთის მიმართ და ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. სამწუხაროდ, ხედავთ, რომ გარედან წაქეზებით არის მცდელობა საზოგადოებაში რაღაც დაძაბულობა შემოიტანონ. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ვიყოთ იმის მხარდამჭერი, რაც ყველაფერი, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების ერთიანობას. დანარჩენი ახლა მე შეფასებებში ვერ შევალ”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე რატომ ვერ ამბობს, რომ ემიჯნება 90 წლის ლეგენდარულ მომღერალზე თავდასხმას, პაპუაშვილი პასუხობს.

ადამიანებს, რომლებსაც დამსახურება აქვთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კულტურის მიმართ, რა თქმა უნდა, სათანადო დამოკიდებულება სჭირდებათ. წინა მოწვევის პარლამენტში ბატონი ბუბა კიკაბიძე გახლდათ დეპუტატი, სხვათა შორის, და პირველი ნომერი იყო „ნაციონალური მოძრაობის“. და რაც არ უნდა ჩვენთვის მიუღებელი ყოფილიყო მისი გადაწყვეტილება, რომ დიქტატორი სააკაშვილის პარტიის პირველი ნომერი ყოფილიყო, მე მგონი, თქვენ არ გახსოვთ ერთი სიტყვაც კი, რომელიც ჩვენ ბუბა კიკაბიძის მიმართ გვქონოდა ნათქვამი კრიტიკულად. ასე რომ, ჩვენი დამოკიდებულება… მე ვსაუბრობ „ქართული ოცნების“, ვსაუბრობ საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის სახელით. და ჩვენი დამოკიდებულება არის ნათელი და ვთქვი კიდევაც, რომ ბუბა კიკაბიძის მაგალითზე ეს ძალიან კარგად გამოჩნდა. და თქვენ, აბა, ერთი წუთით დაფიქრდით და წარმოიდგინეთ პირიქით მდგომარეობა. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენს ადგილას ყოფილიყო “ნაციონალური მოძრაობა“ – რა დღეში ჩააგდებდნენ თუნდაც მაშინ ბუბა კიკაბიძეს…

…ამის საპირისპიროს ამტკიცებს „ქართული ოცნება“ მთელი მისი არსებობის პერიოდში… და გაიხსენეთ ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, 2012 წელს წარმოთქმული მიხეილ სააკაშვილის რეზიდენციაში, რომ „ჩვენ მოგეპყრობით თქვენ არა ისე, როგორც იმსახურებთ, არამედ როგორც იმსახურებს ამას ქართველი ხალხი“. ამიტომ ჩვენი დამოკიდებულება ყველას მიმართ არის ის, რომ ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, პატივს ვცემთ ჩვენს საზოგადოებას და აქედან გამომდინარეობს ეს დამოკიდებულება. შესაბამისად, თუკი ვინმე თავს თვლის ჩვენს მხარდამჭერად – ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ამიტომ თუ ჩვენს მხარდამჭერად მიაჩნია ვინმეს თავი, ჩვენი დამოკიდებულებაც უნდა გაიაზროს ან ჩვენი დამოკიდებულების შესაბამისად უნდა იმოქმედოს.

„ქართული ოცნების“ გზა და „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება არის პატივისცემა საზოგადოების, უპირველეს ყოვლისა. პატივისცემა ადამიანების, რომლებსაც ამ საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის წინაშე დამსახურებები აქვთ. ამის საპირისპირონი არიან ისინი, ვინც დღეს თითქოს გამოვიდნენ ქალბატონი ნანის მხარდამჭერებად. მათ შორის მისი გარემოცვაც, რომელიც მას გამოექომაგა. ამ გამოქომაგებაშიც კი გააკეთეს ზუსტად ის, რაც უნდათ სინამდვილეში, რომ დაგმონ. გამოქომაგებაშიც კი გამოაჩინეს საკუთარი ზიზღი საზოგადოების მიმართ და იმათ მიმართ, ვინც მათ არ ეთანხმება”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ნანი ბრეგვაძესთან ერთად პროპაგანდა სუხიშვილების, ნიკოლოზ რაჭველს, გიორგი სუხიტაშვილს, მაია დარსმელიძეს, ნინი შერმადინისა და სხვა ცნობილი სახეების წინააღმდეგ აამოქმედეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ქარი ამოვარდა. ჩემს შემთხვევაში ჩემი წონა არ ეყო, ქარმა უკან წამიღო და შუა გზაზე გავჩერდი” – რას ამბობს რუსკა მაყაშვილი ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოზე
  • “გიორგი ზერეკიძის ადამიანურ, ოჯახურ ტრაგედიაზე ქილიკი, ყოველგვარ ქართულობას და ევროპულობას აცდენილია…” – რას ამბობს ცოტნე ანანიძე
  • „ენერგო-პრო ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge